TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ყველა ერთნი ვართ“ - ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მეგობარი სკოლის თანატოლებთან ერთად საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
17-11-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მეგობარ სკოლებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს და აქტივობებს  ხშირად ატარებენ.

ამჯერად, 16 ნოემბერს ტოლერატონობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით​ ტაკიძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ნარგიზ ქათამაძემ კოლეგა პედაგოგთან ერთად თემაზე - „ჩვენ ყველა ერთნი ვართ“ ღონისძიება ჩაატარა.

აქტივობა სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და აქტივობების მრავალფეროვნების მიზნით განხორციელდა.

აღნიშნულ აქტივობასთან დაკავშირებით ტაკიძეების საჯარო სკოლა მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„2021 წლის 16 ნოემბერს 15 საათზე, ტაკიძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ნარგიზ ქათამაძემ და ხიჭაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნინო ქათამაძემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება თემაზე - „ჩვენ ყველა ერთნი ვართ“. ღონისძიება სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და აქტივობების მრავალფეროვნების მიზნით გაიმართა და პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების სრული დაცვით​ ხიჭაურის საჯარო სკოლის სივრცეში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტაკიძეების VII-IX და ხიჭაურის სკოლის VII-X კლასების მოსწავლეები, საგნის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიებას სივრცის სიმცირის გამო ვერ დაესწრნენ მასწავლებლები და მშობლები, თუმცა დიდი იყო ინტერესი თემის მიმართ. გამოყენებული იყო შემდეგი აქტივობები: მინი ლექცია (მასწავლებლები); პრეზენტაცია სხვადასხვა ფორმით (ორივე სკოლის მოსწავლეები); კითხვა-პასუხი; მოსწავლეთა ნახატების გამოფენა; დასკვნით ეტაპზე ღონისძიების შესაჯამებლად გამოყენებული იქნა აქტივობა - „შთაბეჭდილებების ხე“ და „ნაგვის ურნა, ჩემოდანი „ხორცსაკეპი მანქანა“, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს, როგორც თემასთან მიმართებაში, ისე ჩატარებული ღონისძიების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება