სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მე ვჩივი სასკოლო განათლების საკითხებზე - მარაზმში გადავარდნა არ არის საჭირო, მეგობრებო“
15-11-2021
-
+


კომპლექსური დავალებები მასწავლებლებისთვის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის დიდ თავისტკივილად იქცა. სწორედ ამ საკიტხს სოციალურ ქსელში ეხმაურება პროფესიული განვითარების ცენტრის კონსულტანტ-მასწავლებელი Natia Mangi Mania, რომლის ფეისბუქ-პოსტსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

აქა ამბავი კომპლექსური დავალებისა
ზოგს რა აწუხებს და ზოგს - რა და ყველა თავის საწუხარზე ჩივის.
მე ვჩივი სასკოლო განათლების საკითხებზე.
ახლა კომპლექსურ დავალებაზე დავიჩივლებ.
თავდაპირველად ვეცდები, ადამიანურ ენაზე ავხსნა, თუ რა არის კომპლექსური დავალება:
სკოლაში ერთ გარკვეულ თემას რომ შეისწავლიან, თემის დასრულების მერე აძლევენ კომპლექსურ დავალებას, რომელშიც მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ თემის ცოდნა, შემოქმედებითი უნარი და შექმნან საკუთარი „პროდუქტი“.
ანუ კომპლექსური დავალება ვერ იქნება სხვისი შედგენილი ტესტის შევსება ან სხვისი დაწერილი სავარჯიშოს დაწერა ან რაიმე სხვისი დაწერილის მოყოლა.
კომპლექსურ დავალებას ბავშვი აკეთებს თვითონ, დამოუკიდებლად (იდეაში) და მიღებული შედეგი არის მისი გონებითა და ხელით შექმნილი, დაწერილი, აკრეფილი, დახატული თუ გაკეთებული რამ, რითაც ის საკუთარ ცოდნას ადასტურებს.
ასე ვთქვათ, მოსწავლემ საკუთარი თეორიული ცოდნა რეალობაში უნდა გადაიტანოს, ცხოვრებაში გამოიყენოს.
ერთი შეხედვით, კომპლექსური დავალების იდეა მიუღებელი სულაც არ არის. პირიქით, მისასალმებელია.
მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით (მიზეზების კვლევა შორს წაგვიყვანს) ზოგი კომპლექსური დავალება და მასზე მუშაობა სრულ მარაზმადაა ქცეული.
მაგალითად, ავიღოთ ეს:
მასწავლებელმა დაავალა მოსწავლეს, მეფე ერეკლეს მიულოცე დაბადების დღეო.
მოგეხსენებათ, მეფე ერეკლე კაი ხნის გარდაცვლილია.
მოსწავლე შეეცადა, შეესრულებინა დავალება და მივიღეთ აბსურდი:
ერთი მხრივ:
„ნეტავ დღეს ცოცხალი იყოო..“.
და მეორე მხრივ:
„ ჯა(ნ)მრთელობას გისურვებო...“
300 არაგველის „მოკითხვამ“ კი საერთოდ დახურა!
კი, გასამხიარულებელი და გულიდან ნაღველის გადამყრელი ნაწერი ნამდვილად არის. მაგრამ ბავშვებს დავალებას იმიტომ ხომ არ ვაძლევთ, უფროსებმა რომ გავიცინოთ და მძიმე ცხოვრება გავიხალისოთ?
რას ასწავლის ეს დავალება ბავშვს, როგორ ფიქრობთ?
რაში ეხმარება?
ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების ნაცვლად რეალობას საერთოდაც ხომ არ აცილებს?
არ მითხრათ, ფანტაზიას უვითარებსო.
ბავშვებს ისეთი ფანტაზია აქვთ, ფენტეზის ჟანრის მწერლებს რომ არც დაესიზმრებათ. და ფანტაზიის განვითარების სახელით არ არის საჭირო ბავშვის სამყაროსეული ხატის ამრიგად გაუკუღმართება.
მოკლედ, მარაზმში გადავარდნა არ არის საჭირო, მეგობრებო!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება