სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 სკოლის მოსწავლეებმა ეკომეგობრული სკვერის მოწყობის გეგმა შეადგინეს
15-11-2021
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლა პროექტში - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“ არის ჩართული.

ამჟამად, თეორიული კურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, მოსწავლეებმა თავად მოამზადეს პრეზენტაცია თუ როგორ უნდა აქციო სკოლის ერთ-ერთი კუთხე ეკომეგობრულ სკვერად. მათ ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეადგინეს აღნიშნული სკვერის მოწყობის გეგმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობისთვის სკოლა კონკურსის წესით ხუთ სკოლას შორის მოხვდა.

„ჩვენი, თბილისის N71 საჯარო სკოლა არის, თბილისში, კონკურსის წესით შერჩეულ ხუთ სკოლას შორის, პროექტში - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“, ჩართვისთვის! არასამთავრობო ორგანიზაცია - „ბუნების კონსერვაცია საქართველოს" პროექტით - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების მოდელის შექმნა“, გათვალისწინებული, თეორიული კურსის მესამე ეტაპი წარმატებით წარიმართა.
ამჯერად, შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებმა, თავად მოამზადეს პრეზენტაციები, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ სკოლის ერთ-ერთი კუთხე, ეკომეგობრულ სკვერად და ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეადგინეს აღნიშნული სკვერის მოწყობის გეგმა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). პროექტი ხორციელდება ბუნების კონსერვაცია საქართველოს მიერ. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელ ნატო ინდუაშვილს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება