სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს არის პატივი, რომელიც უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს“-თბილისის N108 სკოლის მასწავლებელი მაია თაბუაშვილი პედაგოგიური ღვაწლისთვის დაჯილდოვდა
29-10-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის მასწავლებლის მაია თაბუაშვილის განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პედაგოგს მადლობის სიგელი გადაეცა. 

პედაგოგის საპატიო ჯილდოს მიღება განსაკუთრებულად ახარებს და თბილისის N108 საჯარო სკოლას, დირექტორ მაია მღვდელაძესა და თითოეულ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„ჩემთვის ეს ჯილდო - ღვაწლმოსილი პედაგოგის წოდება - მხოლოდ პირადი მიღწევა არ არის. იგი იმ წლების დაფასებაა, რომლებიც ბავშვების აღზრდას, მათ განათლებასა და განვითარებას შევალიე; იგი იმ სიყვარულისა და პასუხისმგებლობის აღიარებაა, რომლითაც ვემსახურებოდი ჩემს პროფესიას. ეს არის პატივი, რომელიც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს და კიდევ ერთხელ მახსენებს, რაოდენ საპატიო და, ამავე დროს, საპასუხისმგებლოა მასწავლებლის სახელი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლის - სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლა - ის დირექციას და დირექტორს ქალბატონ მაია მღვდელაძეს და თითოეულ კოლეგას თანადგომისთვის, პატივისცემისა და იმ საერთო საქმისთვის, რომელიც გვაერთიანებს. მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა, იზიარებდა ჩემს სიხარულს, მხარს მიჭერდა და ძალას მმატებდა. უღრმესი მადლობა სამგორის რაიონის გამგეობას ჩემი ღვაწლის დაფასებისა და ამ ღირსეული ჯილდოსთვის.

მჯერა, რომ მასწავლებლის ყველაზე დიდი ჯილდო მისი მოსწავ​ლეების წარმატება, მათი სიყვარული და ის კეთილი კვალია, რომელსაც იგი მათ გულებში ტოვებს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება