სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ თამაშებში - გოგონათა გუნდი რეგიონალური ჩემპიონატში იასპარეზებს 
29-10-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი ჩართულობა სპორტულ აქტივობებში კი წახალისებული, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

აღსანიშნავია, ნავარძეთის სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდების წარმატება მაგიდის ჩოგბურთში. 

22 ოქტომბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სპორტული ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში. როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში.

ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლები: ნავარძეთის, შუქრუთის, ითხვისის N1 და ითხვისის N2, ქვედა ბერეთისის, სასულიერო და ქვაციხის სკოლები.

თამაშები საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით დაძაბული იყო ფინალური თამაშები.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ვაჟებში ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნავარძეთისა და ქვაციხის ვაჟთა გუნდები.

ნავარძეთის საჯარო სკოლამ მე-2 ადგილი ღირსეულად დაიკავა, I ადგილზე კი გავიდა ქვაციხის საჯარო სკოლა.

გოგონებში ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ ნავარძეთისა და ქვედა ბერეთისის გოგონათა გუნდები, სადაც ნავარძეთის საჯარო სკოლამ I ადგილი დაიკავა და რეგიონალური ჩემპიონატის საგზურის მფლობელიც გახდა. 

რეგიონალური ჩემპიონატი ქუთაისში 2027 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ასანიძემ სპორტის მასწავლებელს - ვალერი სარალიძეს და ბავშვებს მიულოცა გამარჯვება, გოგონათა გუნდს კი რეგიონალურ ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება