სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტების მეშვეობით ბავშვები არაფორმალური განათლების მხრივ უდიდეს ცოდნას იღებენ
10-11-2021
-
+


izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ განათლების მოტივაცია აუმაღლდეთ. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნმანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოვლედღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.

პროფესიისადმი თავდადებისა და მოსწავლეებისადმი უდიდესი სიყვარულის მაგალითი ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე ლეკვეიშვილია, რომელიც მეთორმეტე წელია მოსწავლეების აღზრდაზე თავდაუზოგავად შრომობს. პედაგოგი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო izrune.ge-ს პროექტში - „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი - ქუთაისი“ და etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა საამაყოა. ქალბატონმა ეკატერინემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის მეშვეობით მოსწავლეები უფრო მონდომებულები არიან, რომ მათი კლასი საქვეყნოდ ცნობილი გახდეს.

- ქალბატონო ეკატერინე, რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“  შორის ყოფნა?

- ძალიან საამაყოა, რომ ჩემი კლასის წარმატებაში გარკვეული წვლილი   მიმიძღვის. არაჩვეულებრივად ნიჭიერი, მონდომებული და შრომისმოყვარე მოსწავლეები მყავს; თითოეული მათგანს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, რომ კარგი სწავლით კლასი ასახელოს. ვფიქრობ, ამ წარმატებას ნამდვილად იმსახურებენ.

- როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია და „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ყოფნა ბავშვებს აკისრებს თუ არა გარკვეულ პასუხისმგებლობას?

- ბავშვების მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. უფრო მონდომებულები იქნებიან, რომ მეტი გააკეთონ, რათა საქვეყნოდ გაითქვან სახელი და სხვებისთვის სამაგალითოები იყვნენ. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანი პროექტია და ამავე დროს საპასუხისმგებლოა, როდესაც „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ხარ.
- დღეს ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, სკოლების ნაწილი კვლავ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ასეთ დროს რა როლი აქვს არაფორმალური განათლების ისეთ პროექტს, როგორიც izrune.ge-ა?

- მაშინ როდესაც მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ და არიან გადასულები, ამ დროს izrune.ge მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იზრუნეს მეშვეობით ბავშვები არაფორმალური განათლების მხრივ უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას იღებენ. Izrune.ge-ს ტესტები როდესაც პირველად ვნახე მაშინვე დავინტერესდი, შემდეგ მშობლებს გავაცანი და მათი მხრიდანაც წამოვიდა დაინტერესება. ბევრი მეუბნება, რომ მათი შვილები იზრუნეს პროექტში დიდი ინტერესით მონაწილეობენ. მასწავლებლებს ონლაინ სწავლების ბავშვებთან ურთიერთობისთვის მცირე დრო გვაქვს და izrune.ge კარგი საშუალებაა, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა განხრით ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ.

- თქვენს მოსწავლეებს რამდენად მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები?

- ჩემი არაჩვეულებრივი მოსწავლეები ძალიან აქტიურად და ინტერესით აკეთებენ ტესტებს. ბევრ მათგანს მოსწონს ტესტებზე მუშაობა. მოგეხსენებათ ბავშვის ფსიქიკა... როდესაც გამარჯვების წყურვილი უჩნდებათ უფრო მეტს შრომობენ, კითხულობენ და სათანადო შედეგებსაც იღებენ. პირადად მე რამდენიმე მშობელმა მითხრა, რომ ძალიან კარგი ტესტებია, ბავშვები ინტერესით ადევნებენ თვალყურს და გამარჯვებისკენ ისწრაფვიანო. ეს ტესტები მრავალფეროვანია, მოსწავლე სხვადასხვა კუთხით ვითარდება და ზოგად განათლებას იღებენ.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ სასურველ სკოლაში  ჯერ ისევ ვერ დაარეგისტრირეთ პირველკლასელი

 

 

მანდატურის სამსახურმა კონკურსი სოციალური მუშაკების შესარჩევად გამოაცხადა 

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება