სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

60 წლის და უფროსი ასაკის მასწავლებლებს სოცსააგენტო 200 ლარს 5 დღეში დაურიცხავს - პრემიერის ახალი ბრძანება
10-11-2021
-
+


ვაქცინაციის წახალისებისთვის, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ვინც 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა და ის უკვე ძალაშია.

განკარგულების მიხედვით, პირის აცრის შესახებ ჯანდაცვის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახული ინფორმაცია უნდა გადაეგზავნოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, თვეში ორჯერ, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია, მოქალქეებს 5 დღის განმავლობაში ჩაურიცხოს 200 ლარი.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა ჩაერთონ მოქალაქეები ამ პროგრამაში? - ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ როგორც კი აიცრება, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების - 200 ლარის მიმღები.

ბრძანებაში ვკითხულობთ: „60 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის, მიმღები“.

თავის მხრივ კი სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის ჩარიცხვა ბენეფიციარისათვის სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება