სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლების კატეგორიებად დაყოფა უნდა მოხდეს - გამოიძებნოს დამატებითი მექანიზმები“ - მაია კობახიძე
15-11-2021
-
+


პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე პრაქტიკოსი მასწავლებლების პრობლემებს გამოეხმაურა და ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ გამოცდების შედეგების მიხედვით პედაგოგებისთვის სტატუსის ჩამორთმევას ეწინააღმდეგება. მართალია, გამოცდების შედეგების მხრივ უკეთესი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა თვლის, რომ მასწავლებლებს პროფესიაში დარჩენის შანსი მაინც უნდა მისცენ. ამასთან, კობახიძე იმ წინადადებებზეც საუბრობს, რომელიც პროფკავშირს მასწავლებელთა უფლებების დასაცავად აქვთ შემუშავებული: 

„უნდა გავითვალისწინოთ არსებული მძიმე სტრესული მდგომარეობა; ჩვენი მხრიდან გავწიეთ დიდი მუშაობა პედაგოგთა საგამოცდოდ მოსამზადებლად, უკეთესი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ რა გაეწყობა... ახლა შევისწავლეთ საკითხი და მივედით დასკვნამდე - პრაქტიკოსი მასწავლებლების დიფერენცირება, კატეგორიებად დაყოფა უნდა მოხდეს და ახლავე აგიხსნით, როგორ:

არიან ისეთი მასწავლებლები, ვინც ორივე გამოცდა ჩააბარა, კომპეტენცია დადასტურებული აქვს, მაგრამ სქემით განსაზღვრულ 19 კრედიტამდე დააკლდა  ნახევარი, ერთი, ერთნახევარი კრედიტქულა... მიგვაჩნია, რომ არასამართლიანი იქნება ამ მასწავლებლებისთვის სტატუსის ჩამორთმევა - უნდა შემუშავდეს სპეციალური ტრენინგ-პროგრამა, ფაქტობრივად, გამოცდის ტოლფასი და მისი წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მასწავლებლებს უნდა მიეცეთ, პროფესიაში დარჩენისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა;

აქვე უნდა გავითვალისწინოთ საპენსიო ასაკის მასწავლებლებიც - ჩემი აზრით, არაჰუმანური აქტი იქნება მათთვის სტატუსის ჩამორთმევა, ვინაიდან მათ შორის ბევრი გამოცდილი პედაგოგია, მრავალწლიანი სტაჟით; მათთვისაც უნდა გამოიძებნოს დამატებითი მექანიზმები, რათა შეძლონ ღირსეულად პროფესიიდან წასვლა და არა - გამოცდის ჩაუბარებლობის გამო;

კიდევ ერთი კატეგორიაა სპორტის მასწავლებლები - ალბათ ყველასთვის ცნობილია რომ მათი სპეციფიკა განსხვავდება სხვა საგნების მასწავლებლების მეთოდოლოგიისგან, ამიტომ სამინისტროს შევთავაზეთ ორი ვარიანტი - სპორტის მასწავლებლებისთვის შემუშავდეს განსხვავებული სპეციფიკის ტესტები, ვინაიდან ისინი საკლასო ოთახში არ წარმართავენ გაკვეთილს და უნდა მიეცეთ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა; ხოლო ვისაც ჩაბარებული აქვს გამოცდა მათთვის უნდა გამოიძებნოს ტრენინგების გავლის საშუალება;

ასევე არიან არაქართულენოვანი მასწავლებლები, რომლებიც უნდა დარჩნენ სისტემაში გაიარონ ტრენინგებია და რა თქმა უდნა, შეისწავლო სახელმწიფო ენა და ბოლოს, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ კოვიდპანდემიამ, რამაც ჩვენი პედაგოგები შეაფერხა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება