სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეწყდეს ჩემი პოლიტიკური დევნა...“ - N119 სკოლის გათავისუფლებული დირექტორი მიზეზებზე საუბრობს
28-10-2021
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილზე N118 საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი დანიშნეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, პედაგოგების გაფიცვა მოჰყვა.

როგორც თეა ბრეგვაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, თანამდებობიდან გათავისუფლება მის პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირდება. იგი ღიად აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და არც ხელისუფლებისთვის სამართავ დირექტორთა სიაში შედის. მისი სახელი და გვარი კი სუს-ის ფაილებშიც არის მოხსენებული. 

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა დაიკავოს დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია პედაგოგმა, რომელსაც არ აქვს სერტიფიცირება და ისიც ისეთივე უგამოცდოდ დანიშნული დირექტორი იქნება, როგორიც თვითონ არის.

„წლების განმავლობაში დირექტორის - პაატა რაზმაძის მოადგილე ვიყავი, შარშან მოხსნეს ჩვენი დირექტორი, ისიც პრაქტიკულად წინასაარჩევნოდ. მაშინ ვერ მიხვდით, რატომ, თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა სუს-ის ფაილები გავრცელდა, იქ უკვე გაირკვა - თურმე, მოადგილის, თეა ბრეგვაძის გავლენის ქვეშ ყოფილა დირექტორი და ფაქტობრივად, ეს პიროვნება შეეწირა ჩემს პოლიტიკურ  შეხედულებას.

მისი მოხსნის შემდგომ ბრძანებით მე დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად, რაც ერთი წელი გაგრძელდა და ერთი დღე ვიყავი თუ ორი, პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.

გუშინ კი დამხვდა წერილი, რომ ხვალიდან მოვალეობას შეასრულებდა N118 საჯარო სკოლის პედაგოგი. მე უბრალოდ კითხვა დამებადა, რატომ აგრძელებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობას პედაგოგი, როცა სკოლას უკვე ჰყავს მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის არჩევნებამდე მაინც? არჩევნებში მეც მივიღებდი მონაწილეობას და ისიც. ფაქტობრივად, თანაბარ მდგომარეობაში ვართ. ისიც უგამოცდო დირექტორია, არა სერტიფიცირებული და მეც. განსხვავება ის არის, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მე ღიად ვაცხადებ - ნაციონალურ მოძრაობას ვუჭერ მხარს. მათთვის მართული დირექტორი არ ვარ. 

პედაგოგებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, მათაც სურთ, დირექტორების გამოცდების ჩატარებამდე, არსებული სიტუაცია შენარჩუნდეს სკოლაში, რადგან მათ უკვე ჰყავთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ახალი არ სჭირდებათ.

ერთადერთი მოთხოვნა მაქვს - გამოცდების დანიშვნამდე დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად დავრჩე და შეწყდეს პოლიტიკური დევნა ჩემს მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ყოფილმა დირექტორმა მოგვაწოდა, ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 27 ოქტომბერს N119 საჯარო სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად თამარ თაბუაშვილი დაინიშნა. იხილეთ ბრძანება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება