სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით, KIU-ს სტუდენტი დემეტრე შონია, რომელიც 15 წლიდან კომპიუტერულ თამაშებს ქმნის
22-10-2021
-
+


გაგაცნობთ KIU-ს კიდევ ერთ წარმატებულ სტუდენტს დემეტრე შონიას, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე წელს ჩააბარა.

ინოვატორი და მიზანდასახული ბიჭი  თბილისის N162 საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის პერიოდში უმაღლესი აკადემიური მოსწრების გამო დაჯილდოებულია  ოქროს მედლითა და ლეპტოპით. დემეტრე საგანმანათლებლო კონკურსებშიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას. რამდენიმე თვის წინ, მეგობრებთან ერთად სტარტაპ კონკურსში ჩაერთო, სადაც პროექტი - „bikesee" წარადგინა და მეორე ადგილი დაიკავა. ეს არის სტარტაპი, რომლის შექმნის მთავარი მიზანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ახალგაზრდებს სურთ, ქალაქში განათავსონ ველოსატრანსპორტო პუნქტები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. მათი სერვისებით სარგებლობა კი, შესაძლებელი იქნება აპლიკაციითა და საბარათე სისტემით. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, გახდეს მათი პარტნიორი და წამოწყება გახადოს ფულადი შემოსავალი. 

დემეტრე გახლავთ „ეტალონის“ რამდენიმე გზის მონაწილეც. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. პატარაობიდანვე აინტერესებდა STEM დარგები, შესაბამისად, ეს სფერო მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. 

„ბავშვობიდან მსურდა საკუთარი ვიდეო თამაშების შექმნა. სწორედ ამიტომ, 15 წლის ასაკში დავიწყე პროგრამირების შესწავლა. ეს სფერო იმდენად შემიყვარდა, რომ გადავწყვიტე მექცია ჩემს პროფესიად და მთელი ცხოვრების განმავლობაში მეკეთებინა ეს საქმე“, - აცხადებს დემეტრე შონია.

ამჟამად, შპს „ჰეფი ბეთში” (Happy Bat) ონლაინ თამაშების დეველოპერად მუშაობს. აქვს 3-წლიანი გამოცდილება პროგრამირებასა და თამაშების შექმნაში, ძრავა Unity-ის გამოყენებით. 

„ყოველთვის ვეძებდი ქართულ გაკვეთილებს, თუმცა ამ განხრით, სამწუხაროდ, ცოტა ან საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა Youtube-ის არხი და დამეწყო ვიდეოების გადაღება, რათა ქართველი აუდიტორია დამეინტერესებინა თამაშების შექმნითა და პროგრამირებით. საბედნიეროდ, მოვახერხე კიდეც, 2 წელი გავიდა არხის შექმნიდან და დღეისათვის 60-მდე ვიდეოს გადაღება მოვასწარი. 1000+ გამომწერი მყავს, რაც ძალიან მაბედნიერებს და დიდი სურვილი მაქვს, რომ ბევრად მეტმა ქართველმა ისწავლოს პროგრამირება. არხის ბმული: https://www.youtube.com/c/Shonia“, - აცხადებს სტუდენტი.

სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გააკეთა. თვლის, რომ საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ რეალიზებას KIU-ში მოახდენს. განსაკუთრებით მოსწონს უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომლობა და გერმანული საგანმანათლებლო მოდელი. იმედი აქვს, რომ ჩაერთვება გაცვლით პროგრამებში. 

„KIU-ს თანამშრომლობა ევროპის წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) საუკეთესო შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტისთვის. ჩვენ გვასწავლიან უცხოელი და ქართველი პროფესიონალები. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტი საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ კეთილმოწყობილ კამპუსში, ადრეული ასაკიდან შევეჩვიოთ დამოუკიდებლად ცხოვრებას“, - დემეტრე შონია

როგორც ახალგაზრდა სტუდენტი აცხადებს, აბიტურიენტობისას თანამშრომლობის მიზნით მას დაუკავშირდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური”, რათა ემუშავა ლექტორად და ესწავლებინა თამაშების შექმნა.

გამომდინარე იქედან, რომ ძალიან სურდა KIU-ში ჩაბარება და ამისათვის სათანადოდ მომზადება იყო საჭირო, დროებით უარი თქვა შეთავაზებაზე. იმედი აქვს, ახლო მომავალში შეძლებს მათთან თანამშრომლობას ონლაინ ფორმატში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება