სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სახელმწიფოს ვაქცინა განკუთვნილია პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ბაღის აღმზრდელებისთვის...“ - ამირან გამყრელიძე
30-10-2021
-
+



გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ გრიპის საწინააღმდეგო 200 000 ვაქცინა შეისყიდა.

სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 ვაქცინა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის - ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პირები, შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, C ჰეპატიტის მქონე ადამიანები, აივ ინფექციის მქონე პირები, 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები, პედაგოგები, ორგანოგადანერგილები, ჯანდაცვის პერსონალი, ვეტერინარები და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.

ამჟამად გრიპზე 2 000-მდე პირი არის აცრილი. პირველი 43 000 დოზა უკვე შემოვიდა და კვირას შემდეგი 60 000-ს ჩამოიტანენ. დანარჩენი 100 000 დოზაც მალე გვექნება, რიცხვები დაზუსტებული გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დეტალებზეც ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში კოვიდინფიცირების ყველა შემთხვევა დელტა შტამს წარმოადგენს.

„ამას დეტალურად ვიკვლევთ. როგორც ვიცით, დელტა შტამს აღმოაჩნდა განსაკუთრებული თავისებურებები - ახალგაზრდა ასაკის მიმართ უფრო აგრესიულია და რეინფიცირების უფრო მეტი პოტენციალი აღმოაჩნდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება