სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

გაიცანით, გიგი ჯიშკარიანი - KIU-ს პირველკურსელი, რომელიც 10 საუკეთესო სტუდენტს შორის დასახელდა
12-10-2021
-
+


KIU-ს კიდევ ერთი წარმატებული და გამორჩეული სტუდენტი გიგი ჯიშკარიანია, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე უმაღლესი ქულებითა და 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. ქვეყნის მასშტაბით, გიგი ერთ-ერთია იმ 10 საუკეთესო სტუდენტს შორის, რომელმაც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საშუალო ქულის მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 

ნიჭიერი ახალგაზრდა სკოლის ასაკშივე გამოირჩეოდა STEM დისციპლინების სიყვარულითა და სიბეჯით. მატემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება პატარა ასაკიდან გამოავლინდა და სკოლაში სწავლის დროსვე არაერთი ოლიმპაიდის გამარჯვებულიც გახდა. 

2018 და 2019 წლებში ნიჭიერმა ახალგაზრდამ წარმატებით იასპარეზა  „მცირე აკადემიის“ საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში (ქიმია -2018 და მათემატიკა - 2019). მიღწეული შედეგების შედეგად იგი თანატოლებთან ერთად გაემგზავრა საგანმანათლებლო ბანაკში, სადაც აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სემინარებსა და აქტივობებში.  

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, მან საქართველოში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და არჩევანი KIU-ზე გააკეთა.

„ყოველთვის მიზიდავდა კომპიუტერული მეცნიერებები და ტექნოლოგიები, მომავლის პროფესიაზე ფიქრისას მხოლოდ პროგრამირებას განვიხილავდი. KIU ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც საშუალებას მაძლევს, მივიღო ხარისხიანი განათლება იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ. KIU-ში ჩაბარებას საუკეთესო გადაწყვეტილებად მივიჩნევ. უნივერსიტეტის არჩევისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქართველი  და უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, მეგობრების რეკომენდაციამ და მათ მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ. საბოლოოდ, ეს ყოველივე და საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებისთვის დაწესებული სტიპენდიები უდიდესი მოტივაციის წყაროდ იქცა, რათა საუკეთესო შედეგებით ჩამებარებინა KIU-ში“, - განაცხადა გიგი ჯიშკარიანმა.

100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვებამ და საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულმა უმაღლესმა საგრანტო ქულამ გიგის დამატებითი შესაძლებლობა მისცა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მას სრულად დაუფინანსა სწავლისა და ცხოვრების გადასახადები, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია.

„ვფიქრობ, KIU-ში მივიღებ ხარისხიან განათლებას, რომელიც დამეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვაპირებ, მომავალი წლების განმავლობაში საფუძვლიანად დავეუფლო პროფესიას, მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში“, - აღნიშნა გიგი ჯიშკარიანმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და პასუხისმგებლობით!“

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება