TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვებს, რომ სკოლაში უფრო თავდაჯერებულები გახდნენ - რჩევები ფსიქოლოგისგან
30-01-2018
-
+


როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვებს, რომ სკოლაში და საზოგადოებაში უფრო თავდაჯერებულები გახდნენ? ამ კითხვით etaloni.ge-მ ბავშვთა ფსიქოლოგ თათია გურგენიძეს მიმართა.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ  ბავშვისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა  სწორედ სკოლის გარემოსთან შეგუებაა. მასწავლებელს კი შეუძლია ბავშვისთვის კლასში უსაფრთხო გარემო შექმნას და სოციალური უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

- მორცხვობა ბუნებრივად არსებული ემოციაა. ის სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც  შფოთვას იწვევს ახალი სოციალური სიტუაციები და კონტაქტები. ბავშვი ხშირად გრძნობს დაძაბულობასა და შიშს, არ არის თავდაჯერებული. უჭირს დამეგობრება და თანატოლებთან ურთიერთობის დროს პირველი ნაბიჯის გადადგმა. ბავშვისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სკოლის გარემოსთან შეგუებაა. გარდა იმისა, რომ მან უნდა ისწავლოს და დაძლიოს სასკოლო პროგრამა, ასევე უნდა გახდეს კლასის ნაწილი, გამოიჩინოს ინიციატივა და გამოავლინოს საკუთარი თავი. ურთიერთობის დამყარების სირთულის გამო მორცხვი ბავშვი თანატოლებისაგან შეიძლება იზოლირებული აღმოჩნდეს, ჩათვალონ უინტერესოდ და არამეგობრულად.

- რა არის მნიშვნელოვანი ბავშვებთან მუშაობის დროს და რას უნდა მიაქციოს მასწავლებელმა ყურადღება?

- ბავშვთან მუშაობისას მნიშვნელოვანია მის თვითშეფასებაზე ზრუნვა.  ბავშვებს საკუთარ თავზე წარმოდგენა უყალიბდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. ამ შემთხვევაში გარშემომყოფების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეაფასებენ ბავშვის წარმატებას და მარცხს. ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ბავშვი აცნობიერებს რა გამოსდის კარგად და რა არა. იგი მხიარული და ოპტიმისტია. ადვილად ახერხებს თანატოლებთან ურთიერთობას და კონფლიქტების მოგვარებას. ნაკლებად თავდაჯერებულ ბავშვს კი უჭირს ახალ სიტუაციებთან შეგუება.

- მორცხვი ბავშვისთვის დამახასიათებელია...

- გაკვეთილზე ჩუმად ყოფნა. არ იჩენს ინიციატივას. შესაძლოა იცის კითხვაზე პასუხი, მაგრამ არ ამბობს. დასვენებაზე ნაკლებად კონტაქტობს კლასელებთან, რადგან გაუბედავია. მასწავლებელს შეუძლია  კლასში უსაფრთხო გარემო შექმნას და მორცხვ ბავშვს  სოციალური უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

- რჩევები მასწავლებლებს...

- გამოავლინეთ კეთილგანწყობა ბავშვის მიმართ. გაიგეთ მისი ინტერესების შესახებ. აგრძნობინეთ, რომ მოგწონთ და შეგიძლიათ მისი გაგება. შეძლებისდაგვარად დაუთმეთ ინდივიდუალურად დრო.

დაანახეთ, რომ სიმორცხვე და უხერხულობა ბუნებრივია. შესაძლოა მოუყვეთ თქვენი ან სხვისი მაგალითები.

ხშირად შეაქეთ და დააკონკრეტეთ რისთვის აქებთ. აღნიშნეთ როდესაც ბავშვებთან საუბრისას ან თამაშის დროს ინიციატივას გამოიჩენს. შეაქეთ სხვების თანდასწრებითაც.

არ მისცეთ შენიშვნა, რომ ჩუმად ზის კლასში და არ აქტიურობს. ამით პირიქით, უფრო მეტად შევიყვანთ ბავშვს "ჩუმი ბავშვის" როლში.

თავი აარიდეთ სხვების თანდასწრებით ბავშვის შეფასებას, რომ მორცხვია და არ აქტიურობს.

გაკვეთილის დაწყების წინ ბავშვებს გააცანით გეგმა, გაკვეთილის შემადგენელი აქტივობები. ეს დაეხმარებათ, შეამცირონ შფოთვა და უხერხულობა.

კითხვის დასმის შემდეგ შეყოვნდით რამოდენიმე წამი და დაელოდეთ. ამით საშუალებას მისცემთ, რომ მოიკრიბოს გამბედაობა და გაგცეთ პასუხი.

დააწყვილეთ აქტიურ და მეგობრულ ბავშვებთან. მიეცით ჯგუფური დავალება, რათა ჯერ მეწყვილესთან გამოსცადოს თავი, მოიპოვოს თავდაჯერებულობა და შემდეგ მთელი კლასის წინაშე გასცეს პასუხი.

მიეცით დავალების დამოუკიდებლად შესრულების საშუალება. უმჯობესია ჩვენ არ გავაკეთოთ მის ნაცვლად.

ბავშვი სწავლობს უფროსისგან. ყველაზე მეტად ეფექტურია ქცევის მოდელირება. შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი მაგალითი. მოუყვეთ ბავშვს თქვენი ამბები, რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში, რას გრძნობდით და ა.შ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება