სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვება მისი ოცნება იყო“ -  ყვარლის, ლენტეხის და ხონის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
28-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის დისტანციური კონკურსის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ყვარლის, ლენტეხისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს etaloni.ge დაუკავშირდა:

ლაშა ვარდიაშვილი, „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე:

სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა „ეტალონისთვის“ აქტიურად ვემზადებოდი. „ეტალონის“ წიგნებს ვკითხულობდი და სხვადასხვა პროექტებში ვმონაწილეობდი. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. სხვა ბავშვებსაც მოვუწოდებ, რომ „ეტალონის“ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ.

ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

დღიდან „ეტალონის“ დაარსებიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურად არიან ჩართულები. „ეტალონს“ ყოველთვის მოუთმენლად ველით. შარშან და წელს საქართველოს „ეტალონი“  დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, თუმცა ამით მოსწავლეებს არაფერი დაჰკლებიათ პირიქით, ჩვენი მოსწავლეები უფრო აქტიურები და მოტივირებულები გახდნენ. ამის ნათელი მაგალითია, რომ წელს, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა ვარდიაშვილი „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ლაშას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დიდი შეხვედრა მოვუწყვეთ - გამარჯვება მივულოცეთ, ვუსურვეთ შემდგომი წარმატებები და ამით ძალიან გავახარეთ, მსგავსი ღონისძიებით მას ასევე მოტივაცია შევუქმენით. მსურს, კიდევ ერთხელ, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და დირექტორის სახელით მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. ყვარელსა და სრულიად საქართველოს ვუსურვებ, რომ ბევრი „ეტალონი მოსწავლე“ გვყოლოდეს.

მარიამ ცერცვაძე, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ლაშას გამარჯვებას ველოდი, ერთადერთი ის ფაქტი მაფიქრებდა, რომ იგი მე-8 კლასის მოსწავლეა; ამ კონკურსში კი ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ნაკითხი მოსწავლეები მონაწილეობენ. ლაშა, უნიჭიერესი ბიჭია, ძალიან მოწესრიგებული და ნაკითხი, ამიტომაც ჩემთვის მისი გამარჯვება გასაკვირი არ იყო. „ეტალონის“ ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოსცადონ საკუთარი თავი, მიეცეთ მეტი მოტივაცია და გააკეთონ კიდევ უფრო მეტი.

სოლომონ ონიანი, „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“, ჟახუნდერის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:

წარმატების მოლოდინი მქონდა, თუმცა პირველობას არ ველოდი. izrune.ge-ზე დარეგისტრირებული ვარ და ტესტებს აქტიურად ვაკეთებდი, ასევე სკოლის განვლილ მასალას ვიმეორებდი და ახლებს გულმოდგინედ ვსწავლობდი. ჩემი გამარჯვება მეცადინეობის დამსახურებაა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია; ბავშვებისთვის აუცილებელია, რადგან თავიანთ ინტელექტს, შესაძლებლობებს იგებენ და ცოდნას იღრმავებენ. ჩემს თანატოლებს მოვუწოდებ კარგად ისწავლონ და საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა მიიღონ.

ნინო აფრასიძე, ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

სოლომონზე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ იგი ძალიან კარგი მოსწავლეა და მისი წარმატების მოლოდინი ყველას გვქონდა, თუმცა პირველობა მაინც მოულოდნელი იყო. მისმა ამ გამარჯვებამ მთელ სკოლას დიდი სიხარული მოგვიტანა. თავად „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია, ჩემი ხუთივე შვილი „ეტალონის“  izrune.ge-ს ტესტებს ყოველ ხუთშაბათს ელოდება. ძალიან კმაყოფილები ვართ და გვიხარია, რადგან ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან და თავიანთ შედეგებს ყოველთვის მოუთმენლად ელიან. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ გამოსცადონ თავიანთი ცოდნა, შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები განივითარონ.

ბადრი ქარდავა, ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

პირველ რიგში ვიტყვი, რომ „ეტალონი“ მართლაც ეროვნული და მოსწავლეებზე ორიენტირებული პროექტია; სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებით მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნავს. ჩვენი მოსწავლეები ძალიან დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ, თავად სკოლებიც პირველ და მეორე ეტაპებზე ძალიან მობილიზებულნი იყვნენ. მინდა წარმატება ვუსურვო გამარჯვებულ მოსწავლეს, ჩვენს ბავშვებს და რა თქმა უნდა „ეტალონს“.

თამთა სანოძე, „ხონის ეტალონი მოსწავლე“, ნახახულევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:

„ეტალონში“ გამარჯვებას ველოდი, რადგან ძალიან დიდხანს ვმეცადინეობდი და სწავლამ შედეგი გამოიღო, გავხდი „ხონის ეტალონი მოსწავლე“. ძალიან კარგი საგანმანათლებლო პროექტია, რადგან ბევრ ბავშვს ეხმარება, რომ საკუთარი ცოდნა გამოავლინონ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ნამდვილად დიდი მოტივაციაა.

მანიჟა ჯამბურიძე, გამარჯვებული მოსწავლის დედა:

მინდა „ეტალონის“ მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო, რადგან მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავიანთი ცოდნა გამოავლინონ. ჩემი ორივე შვილი მონაწილეობდა პროექტში - ბიჭი ათეულში მოხვდა და მეშვიდე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო თამთა გამარჯვებულია. ბავშვები სკოლის დაწყებას აღფრთოვანებით იმიტომ ხვდებიან, რომ იციან „ეტალონის“ კონკურსი ჩატარდება და მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

ბონდო ტვილდიანი, ნახახულევის საჯარო სკოლის დირექტორი:

თამთას გამარჯვებას ველოდი, რადგან ძალიან კარგი ბავშვი და შესანიშნავი მოსწავლეა. მისმა გამარჯვებამ ყველა ძალიან გაგვახარა. „ეტალონი“ სანიმუშო, შემეცნებითი პროექტია, რომელიც მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებაზე ზრუნავს. ჩვენი სკოლა „ეტალონის“ კონკურსებში ყოველთვის აქტიურად და სიხარული მონაწილეობს. ძალიან გვიყვარს „ეტალონი“ და მის ხელმძღვანელს, გოჩა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს გვსურს წარმატება ვუსურვოთ.

ნათია შავლაძე, ნახახულევის საჯარო სკოლის პედაგოგი:

თამთა არის ძალიან ბეჯითი, პასუხისმგებლიანი მოსწავლე, რომელიც აბსოლუტურად ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით სწავლობს აქედან გამომდინარე, მისი გამარჯვება მოულოდნელი არ იყო. „ეტალონში“ გამარჯვება მისი ოცნება იყო. შარშან ძალიან გვსურდა „ხონის ეტალონი“ მოგვეგო, მაგრამ კონკურენციის გამო ეს ვერ მოვახერხეთ, თუმცა წელს ეს ოცნება ავისრულეთ და გავხდით გამარჯვებულები. „ეტალონის“ საგანმანათლებლო კონკურსები ბავშვებისთვის ძალიან კარგია, რადგან მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

ხათუნა ქობალია, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ წელსაც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. კონკურსში ყველა სკოლა აქტიურად იყო ჩართული. წელს გამარჯვება თამთამ, ნახახულების საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია. თამთას ვულოცავ ამ გამარჯვებას. მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ ჩვენთვის ყველასთვის - პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის საყვარელი პროექტია და მას ყოველთვის მოუთმენლად ველით. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო, გოჩა ტყეშელაშვილს და „ეტალონის“ მთელ გუნდს. თუმცა ვიმედოვნებ, მომავალი ჩემპიონატი ძველებურად, პირისპირ რეჟიმში ჩატარდება.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება