მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით განმარტებებს აკეთებს „პრაქტიკოსი“ მასწავლებლების სტატუსთან დაკავშირებით:
"მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების შესაბამისად, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრულ პირობებს, მიენიჭათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და განესაზღვრათ მაქსიმუმ ოთხწლიანი (3 წელი + 1 პილოტირების წელი) ვადა შემდგომი სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად, სხვა აქტივობებთან ერთად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ ვალდებულება, ჩაებარებინათ საგნის გამოცდა (გადაელახათ 60%-იანი ზღვარი).
ამ ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ეთვლებოდა, თუ ტესტური დავალების მაქსიმალური ქულის 30%-ს მაინც გადალახავდა (მაგ. თუ გამოცდის მაქსიმალური ქულა იყო 80, პრაქტიკოს მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ჩაეთვლებოდა მინიმალური 24 ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი და მოიპოვებდა 1 კრედიტქულას) და საჭირო 19 კრედიტქულას შეივსებდა სხვა აქტივობებით. მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები (საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურების გარდა) ფასდებოდა და მათ კრედიტქულები ენიჭებოდათ სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ.
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის % |
კრედიტქულა |
60-დან ზემოთ |
10 |
50-დან 60-მდე |
7 |
40-დან 50-მდე |
4 |
30-დან 40-მდე |
1 |
იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და არ მიეცათ 2020 წლის ზაფხულში გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა (არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდა პანდემიურ გარემოში, რამაც გაახანგძლივა გამოცდის პერიოდი და საბოლოო შედეგების გამოცხადება, მთავრობის დადგენილებაში (სქემაში) კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და დარეგისტრირებულნი იყვნენ გამოცდაზე და ზემოაღნიშნული გზით ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს
მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის წარმატებით
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს