სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„დასაფასებელია რომ „ეტალონი“ მოსწავლეების მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს“- დედოფლისწყაროს სკოლებში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
22-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონა ვირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს ივითარებან.

21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში დედოფლისწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე დედოფლისწყაროს საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მაკა ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვგულისხმობ კოვიდპანდემიას ყველაფერი ონლაინ რეჟიმზეა გადასული და „ეტალონის“ მიერ დისტანციური ფორმატით ჩატარებული კონკურსი ნამდვილად აღსანიშნავია. ჩემპიონატი პანდემიის მიუხედავად არ იკარგება და მოსწავლეებს ცოდნის გამომჟღავნება კვლავ შეუძლიათ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვები ასეთ ინტელექტუალურ კონკურსებს მოკლებულნი არიან. მოგეხსენებათ ადრე უფრო იმართებოდა თუნდაც შიდა სასკოლო ჩემპიონატები სხვა არაფერზე რომ არ ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, მართლა ძალიან მომწონს „ეტალონის“ აქტივობა და როდესაც მოსწავლეებს კონკურსის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე მათგან ძალიან დიდი გამოხმაურება და დადებითი განწყობა წამოვიდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბავშვები ასეთი დონის აქტივობებით განებივრებულები არ არიან და ზუსტად ამან განაპირობა მათი მხრიდან ჩემპიონატში მონაწილეობის მზაობა. იმედი მაქვს, „ეტალონი“ არაერთხელ შემოგვთავაზებს მსგავს კონკურსებს და ბავშვებს ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობა კვლავ მიეცემათ.

მანანა შაინიძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონს“ მივესალმები და ძალიან მომწონს, რადგან ბავშვების განათლებაზე ზრუნავს, აძლევს სტიმულს, რომ უფრო კარგად მოემზადონ და ისწავლონ. ჩემმა ბავშვებმა კარგი შედეგები აჩვენეს, სკოლიდან ერთი მოსწავლე მეორე ტურშიც გადავიდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. შემდეგში ბავშვები უფრო კარგად მოემზადებიან და შედეგებს გააუმჯობესებენ. იმედი მაქვს, პანდემია მალე დასრულდება და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებასაც შევძლებთ.

ლელა დარძული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონმა“ ტრადიციას არ უღალატა და რაც მთავარია, ძალიან ოპტიმალურად, დაგეგმილად და გონივრულად ჩაატარა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი. მოსწავლეებს, რომლებიც კონკურსზე იყვნენ დარეგისტრირებულები ლინკი ჰქონდათ მითითებული და თავისუფლად შევიდნენ. ისიც ძალიან მომეწონა, რომ კითხვებისთვის პასუხების გაცემა ისეთ ვადებში უნდა მოეხერხებინათ, რომ სხვა პირი ვერ ჩაერეოდა და მოსწავლე მთლიანად საკუთარი ცოდნის იმედად იყო. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენგან ათი მოსწავლე შემდეგ ტურშიც გადავიდა. მაქსიმალური ქულა მე-8 კლასელმა მოსწავლემ მიიღო - 88 ქულა დაიმსახურა. ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი ცოდნა და ინტელექტი მაქსიმალურად გამოამჟღავნონ.

გენადი ჩოვუშიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“  მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ცოდნა გამოამჟღავნონ. მითუმეტეს, რომ ფიზიკურად ვერ დადიან სკოლაში და ასე დისტანციური ჩემპიონატი მათთვის სტიმულის მიმცემია. შეიძლება ჩემი მოსწავლეები ყველანი გამარჯვებულები ვერ იყვნენ, მაგრამ მსგავს კონკურსებში რომ მონაწილეობენ უკვე ბევრს ნიშნავს. მოსწავლეებისთვის „ეტალონმა“ მსგავსი ჩემპიონატები კიდევ უფრო ხშირადაც უნდა ჩაატაროს.

მანანა ჭიღიტაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი:

მისასალმებელია, რომ „ეტალონი“ ტრადიციას მაინც არ ღალატობს და პანდემიის მიუხედავად მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის სისტემატიზაციისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ჩვენ „ეტალონში“ მუდმივად ვმონაწილეობთ და გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ყოველ წელს გადადიან შემდეგ ტურებში და ყოველთვის აქვთ სურვილი თავიანთი ცოდნა, შესაძლებლობები გამოსცადონ, რადგან ძალიან მცირე დროში - 30 წამში უნდა გასცენ კითხვას პასუხი და უფრო მობილიზებულები არიან. ბავშვები „ეტალონის“ კონკურსს ყოველ წელს ელოდებიან. „ეტალონი“ ზოგადად, მოსწავლეთა მოტივაციას და ცოდნის გამოვლენას უწყობს ხელს და ნამდვილად დასაფასებელია, რომ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მოსწავლეების მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

რესურსცენტრების ხელმძღვანელები მასწავლებლებად ისევ დასაქმდებიან (?) - გამონაკლისზე სამინისტრო მუშაობს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

საჯარო და სკერძო სკოლების სია, რომლებშიც მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლა შეუძლიათ

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

პატარებმა არა მხოლოდ გაიაზრეს „დედაენის“ მოთხრობები, არამედ თავადვე გარდაისახნენ საყვარელი გმირების პროტოტიპებად

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება