სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თრიალეთის საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებას მიაღწია
20-09-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნაში ჩაერთო და შესაბამის კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კონკურსში სკოლის პედაგოგების - ნარგიზ ვაშაყმაძის, ეკა ჭეხანისა და იოსებ ქათამაძის ორგანიზატორობით ჩაერთნენ და სკოლას გამარჯვება მოუტანეს. 

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, პროექტი შესაბამისი რეგულაციების დაცვით გაიმართა.

თრიალეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნარგიზ ვაშაყმაძე სკოლისა და დირექციის სახელით მადლობას უხდის კონკურსის დამფუძნებლებსა და პროექტის შემსრულებლებს.

„თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგების: ნარგიზ ვაშაყმაძის, ეკა ჭეხანის და იოსებ ქათამაძის ორგანიზატორობით, კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და სკოლას მოვუტანეთ  გამარჯვება. პროექტის პირველი საკითხი: „მსოფლიოს დასუფთავების დღე“ წარმატებით განხორციელდა 2021 წლის 18 სექტემბერს. კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, პროექტი რეგულაციების დაცვით და შემცირებული ფორმით განხორციელდა. აქტივობა მოიცვა: მოწყვლადმა ჯგუფმა, ეთნიკურმა უმცირესობამ და შშმ პირმა.

ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ. გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელსეწყობას და  გარემოს დაბინძურებისაგან შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
თრიალეთის საჯარო სკოლის  დირექცია მადლობას უხდის კონკურსის დამფუძნებლებსა და პროექტის შემსრულებლებს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება