სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დისტანციური სწავლებისას, დიდია მშობლის როლი, რამდენად ეფექტურად დაეხმარება პედაგოგსა და შვილს“-ნინო გარსევანიშვილი, შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი
17-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი გვესაუბრა.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- სკოლა უკვე ორი წელია ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში. გასულ სასწავლო წელს მასწავლებლები აქტიურად ესწრებოდნენ სამუშაო შეხვედრებს საგნობრივ ექსპერტებთან და ყველა საგანში შექმნილია კურიკულუმი,  რომლის მიხედვითაც წარიმართება სწავლა-სწავლების პროცესი 2021-22 სასწავლო წელს. ველოდებით, რომ  ახალი სასკოლო სასწავლო გეგმა იქნება მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული და რეალურად გახდება მოსწავლის განვითარების გზა. 
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ერთობლივად  დაგეგმეს აქტივობები, რომელთა საშუალებით მოსწავლეების მათი მშობლები უფრო აქტიურად ჩაებმებიან სასკოლო ცხოვრებაში.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით 

- ელექტრონული ჟურნალი გასულ სასწავლო წელს უკვე შემოვიდა სკოლებში. ჩვენს სკოლაში ეს იყო საპილოტე რეჟიმში. მასწავლებლებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ჟურნალთან მუშაობის და არ ველოდებით რაიმე პრობლემებს ამ მიმართულებით. ჟურნალს ასევე აქტიურად იყენებენ მოსწავლეთა მშობლები ინფორმაციის მისაღებად. თვალყურს ადევნებენ საკუთარი შვილების გაკვეთილებზე დასწრებას, მიღებულ შეფასებებს.  წელს კიდევ დაემატება რამდენიმე ფუნქციონალი, რომელთა საშუალებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ მშობლები.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი, ვისთანაც არ იყო რაიმე შემაფერხებელი მიზეზები უკვე აცრილია. დანარჩენები მდგომარეობის შესაბამისად აპირებენ გაიკეთონ აცრა. სავალდებულო ვაქცინაციას მე პირადად არ ვეთენახმები. ვფიქრობ, ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, გლობალური პრობლემაა და უფრო მეტად ინფორმირებულობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ვიდრე იძულებაზე.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- დისტანციური საწავლების ტექნიკა მსოფლიოსთვის ახალი არ არის, თუმცა კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ეს სფერო განვითარების განსხვავებულ ეტაპზეა. ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისთვის ეს შედარებით ნაკლებად აპრობირებული პრაქტიკაა და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რომელთა შორის უმთავრესი ინტერნეტთან და ტექნიკასთან წვდომის განსხვავებული შესაძლებლობებია პირველ ადგილზე. მნიშვნელოვანია, ასევე, მასწავლებელთა კომპეტენცია ამ მიმართულებით და მშობელთა ჩართულობა, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. რაც შეეხება პირველკლასელებს, ისინი ამ სასწავლო წელს 4 ოქტომბერს დაიწყებენ საკლასო ოთახებში. დისტანციური სწავლების შემთხვევაში კი მართალია, უპირველეს ყოვლისა მასწავლებელმა უნდა შექმნას სახალისო და მოსწავლეთ ინტერსებზე მისადაგებული გარემო, თუმცა ძალიან დიდია მშობლის როლი, რამდენად ეფეტიანად დაეხმარება მასწავლებელს და საკუთარ შვილს, რომ კარგი გაკვეთილის გამოვიდეს.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?

- ამ ეტაპზე სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებელი არ გვყავს. წელს გამოცდაზე გავიდა ერთი მაძიებელი, ერთი უსტატუსო და ერთი სპეციალური მასწავლებელი. აქედან ორმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და ერთი მასწავლებელი ელოდება აპელაციის შედეგებს. 
ზოგადად, გამოცდები და ტრენინგები ქმნის  მუდმივი განვითარების მოტივაციას და შესაძლებლობას მასწვლებლისთვის. საგანმანათლებლო სფერო ეკუთვნის იმ სფეროთა რიცხვს, სადაც დასაქმებული ადამიანებისთვის საჭიროა უწყვეტი პროფესიული განვითარება.
თავის მხრივ, ეფექტური უწყვეტი პროფესიული განვითარება არის წინაპირობა შემდეგი წარმატებებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება