სიახლეები
სკოლები

„მასწავლებელო, არ მინდა ონლაინ მოვყვე ზაფხულის შესახებ! რეალურად მირჩევნია!“-ჭიათურის N7 სკოლის პედაგოგი სასწავლო წლის დაწყებას ემოციურ პოსტს უძღვნის
16-09-2021
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი სალომე მიქაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას  მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.

მან ამ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ უცნაურ რეალობაზე საუბრობს, რაც კოვიდპანდემიამ შექმნა. პედაგოგი იხსენებს, როგორი იყო ახალი სასწავლო წლის დაწყება მანამდე, სანამ კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდებოდა.

„რა უცნაური დღე იყო! სევდიანი და უღიმღამო... შემოდგომის გრძელი დღის შემდეგ რომ უგემური ღამე იწყებს ზლაზვნას, თითქოს ისეთი. ახლა დაიძინა ჩემმა პატარა გოგომ, ვზივარ, ვაანალიზებ დილიდან განვითარებულ მოვლენებს და აღფრთოვანების ნაცვლად დამძიმებული ვარ... არა და თითქმის ათეული წელია სკოლაში ვმუშაობ და ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი ბედნიერებით მავსებდა. ისეთი ემოციური და მხიარული იყო ჩემს ბავშვობაში პირველი სექტემბერი, მასწავლებლობის პერიოდში კი - 15 სექტემბერი, გამუდმებით მინდოდა მესაუბრა ვინმესთან და გამეზიარებინა დღის მანძილზე მიღებული მუხტი. ეს დღე ერთ დროს მონატრებით, სითბოთი, ჩახუტებით და ბევრი, ბევრი დადებითით სავსე, ახლა ერთ ჩვეულებრივ , რიგით შემოდგომის 24 საათად იქცა. ერთი წინადადებაც არ გვქონდა სათქმელი ერთმანეთისთვის მე და ჩემს აგრეთვე მასწავლებელ მეუღლეს ( გარდა იმისა გვეკითხა ჩაიარა თუ არა ტექნიკურად გამართულად ჩვენმა 20-30 წუთიანმა შეხვედრებმა მოსწავლეებთან)... მეზობელი შემომხვდა ცარიელ სკოლაში მიმავალს, გილოცავთო, თავი დამიკრა. უცებ ვერც მივხვდი რას მილოცავდა... მთელი დღე კომპუტერთან გავატარე. Teams- ის პლატფორმას ვუზივარ, ხან ტექნიკურ გამართულობას ვამოწმებ, ხან ზარს ვახორციელებ, მპასუხობენ მეორე მხრიდან ჩემსავით დარდიანი მოსწავლეები, მიყვებიან გატარებულ ზაფხულზე, მაცნობენ მხიარულ ისტორიებთან ერთად თითო სევდიანს მაინც ( ,,მთელი ზაფხული კარანტინში ვიყავი, მასწ!" ,,ახლობელი დამეღუპა და ზაფხული ცუდად დაიწყო", ,,კორონას გამო დედა ვერ ვნახე ორი კვირა, კიდევ კარგი ყველაფერი კარგად განვითარდა"...) და მეც ვგრძნობ თითოეულის წუხილს... ,,- მასწავლებელო, მე არ მინდა ონლაინ მოვყვე ზაფხულის შესახებ! რეალურად მირჩევნია!" - ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი შეიცვალა, რაც რთული გასათავისებელია არათუ მოსწავლეებისთვის, ჩვენთვისაც კი... ჩვენ, პედაგოგები, კიდევ ერთხელ შევიჭერით ოჯახებში, დავარღვიეთ მოსწავლეთა პირადი სივრცე! ოჯახები შემოიჭრნენ ჩვენს კომპეტენციაში, ათობით „მაყურებელი“ ზის კადრს მიღმა და დარაჯობს ჩვენს ყოველ სიტყვას... ეს ორმაგი დისკომფორტი ორივე მხარეს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვაყენებს... ცარიელი სკოლის კედლები და სავსე ინტერნეტსივრცე- მწარე რეალობა ჩვენივე, ადამიანთა დაუდვრობისგან გამოწვეული! სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ, ჩემო კოლეგებო, მოსწავლეებო, მშობლებო... რეალურ სივრცეში, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში თანაცხოვრებას და სწავლას გისურვებთ უახლოეს მომავალში. კადრები ოჯახებიდან მთავარი სასწავლო ნივთის - კომპიუტერის თანხლებით, მალე ჩაენაცვლებინოს კადრებს საკლასო სივრციდან. სოციალური ურთიერთობები ადამიანთა ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის აუცილებელი ფაქტორია! ჩვენ გვჭირდება რეალური კომუნიკაცია! ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო მალე გახდეს ხელმისაწვდომი! კიდევ ერთხელ გილოცავთ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“,- წერს პედაგოგი სალომე მიქაძე.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

განათლების მინისტრის ბრძანების შესასრულებლად ვადა 6 თვეა  - დეტალური ინფორმაცია

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

პატარებმა „დედაენის“ შემქმენლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ეს ყველაფერი ხალისით გააკეთეს

ღონისძიების ბოლოს თითოეულ პედაგოგს მადლობის ნიშნად, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიგელები გადაეცა

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება