სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს წელი ვაქციოთ წარმატების წლად“- მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. 

მაკა დეკანოიძე იმედოვნებს, რომ მალე მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს საკლასო ოთახებშიც შეხვდებიან.

„ძვირფასო, მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო! ისევ განსხვავებული ფორმით სამწუხარო რეალობით ,,დისტანციურად“ მინდა მოგილოცოთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით კი მინდა ჩემი გულთბილი მილოცვა გავუგზავნო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც რამდენიმე დღეში შემოუერთდებიან სასკოლო სივრცეს საიდანაც იწყება მათი სწავლის ახალი ეტაპი, ახალ საფეხურებზე ახლებური სვლებით, მინდა თითოეულ თქვენგანს, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება პირად ცხოვრებაში და წარმატება პროფესიულ საქმიანობაში. საჯაროდ, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემი სკოლის პედაგოგს ,,ქედს ვიხრი თქვენი დაუღალავი შრომის წინაშე, რაც მთელი წლის განმავლობაში ჩადეთ, ჩადეთ საქმეში რომელიც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის საწინდარია!
მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რომ, გვაძლევს შესაძლებლობას, ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ სიახლეებითა და გავულამაზოთ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო გარემო, მადლობა იმისთვის რომ დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს და ხვალინდელი უკეთესი იქნება!
მადლობა ჩვენს ძვირფასს მშობლებს ნდობისა და თანადგომისთვის.
მადლობა ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყველაზე ძლიერ გუნდს, იმ პასუხისმგებლობისა და ზრუნვისთვის რომელსაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით ეწევიან, რათა სასწავლო პროცესი წარიმართოს ეფექტურად და ხარისხიანად.მადლობა ყველა, იმ ადამიანს რომელიც ზრუნავს განათლების განვითარების და ხელშეწყობისათვის.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას! ჩვენს მოსწავლეებს კი -მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას, გაბრწყინებული საქართველოს ბედნიერ ქართველობას. ჩვენ ერთად შევძლებთ ეს წელი ვაქციოთ წარმატების წლად. წარმატებულ და მშვიდობიან წელს გისურვებთ. თქვენი მშობლიური სკოლის მასწავლებლები, ჩვეული ენერგიით, სითბოთი და სიყვარულით გელოდებათ თქვენ!შევხვდებით მალე!“,- წერს სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება