სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უდიდესი სიყვარულით, მონატრებითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ“ - კერძო სკოლა „ანაბასისში“ სწავლა დისტანციურად დაიწყო
15-09-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასის“ დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და ადმინისტრაცია თითოეულ მოსწავლეს ულოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყო, თუმცა გამოცდილი პედაგოგების წყალობით „ანაბასისში“ სწავლა როგორც ონლაინ, ასევე საკლასო სივრცეში სასიამოვნო და საინტერესოა.

„დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია, უჩვეულო, გამოწვევებით სავსე, მაგრამ მაინც სასურველი, საინტერესო და იმედია, სასიამოვნო სიახლეების მომტანი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!

უდიდესი სიყვარულით, მონატრებითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ, ჩვენო  მეგობრებო,  მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, „ანაბასისის“ გულშემატკივრებო, თქვენ და სრულიად საქართველოს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას!

ძვირფასო მოსწავლეებო, სასწავლო პროცესს დისტანციურად ვიწყებთ. დასანანია, რომ ვერ გხვდებით, მაგრამ ხომ იცით, წესების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უპირველესია... 

გასული წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია დაბრკოლებების გადალახვა და წარმატებების მიღწევა, რისი დასტურია ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები ეროვნულ გამოცდებზე.

მომავალშიც ერთობლივი ძალისხმევითა და ჩვეული შემართებით შევძლებთ გამოწვევების ღირსეულად გამკლავებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევას.

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, მოუთმენლად რომ ელოდებიან 4 ოქტომბერს, როდესაც, სიხარულით ფრთაშესხმულნი, შემოაბიჯებენ ცოდნის ტაძარში და ააჟრიამულებენ თავიანთ საკლასო ოთახებს.

ჯანმრთელობას, წინსვლას და  წარმატებებებს  გისურვებთ და სიყვარულით ველოდებით თქვენთან შეხვედრას!
უკეთესი მომავლის იმედითა და პატივისცემით, თქვენი სკოლა „ანაბასისი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება