სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„36 წელია მასწავლებლის საპატიო სახელს ვატარებ“- ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორის და პედაგოგის -  მარინე ტაბატაძის მორიგი აღიარება
13-09-2021
-
+


ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა, მარინე ტაბატაძემ სკოლის სასახელოდ მორიგი აღიარება მოიპოვა.

ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი და ასევე, მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგი, მარინე ტაბატაძე Key Consulting-ის ორგანიზაციის პედაგოგთა სტატუს კლუბის წევრი გახლავთ. აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო პროექტი - „იამაყე პედაგოგით“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ერთ-ერთი დამსახურებული და ამაგდარი პედაგოგი მარინე ტაბატაძე გააცნეს.

„36 წელია მაწავლებელის საპატიო სახელს ვატარებ. მათემატიკის უფროსი მასწავლებლის სტატუსით ვასწავლი მათემატიკას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ნამდვილი მასწავლებლობა ხელოვნებაა, მასწავლებლობა ღვთისგან ნაბოძები ნიჭია. ვფიქრობ, ყველა ადამიანი გარკვეული მისიით მოევლინა სამყაროს. სწორედ ამ მისიის აღსრულება მაგულმზიანებს და მას მასწავლებლობა ჰქვია. მასწავლებლობა ერთ-ერთი უჩვეულო პროფესიაა. საინტერესო და საპასუხისმგებლო. ერთი მხრივ, სასიამოვნოა მოზარდებთან ურთიერთობა, მოსწავლეთა პიროვნული ფორმირების პროცესში მონაწილეობა-ხელშეწყობა, მეორეს მხრივ ვალდებულება-საკუთარი გონება, ინტელექტი და თავისუფალი აზროვნება მიმართო ბავშვებისკენ, რომელთა მომავალიც შენს ხელშია. ეს ის პროფესიაა, სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეიძლება, რადგან მასწავლებელი მუდამ დგას არაერთი გამოწვევის წინაშე. ჩემმა მრავალწლიანმა პედაგოგიურმა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მოღვაწეობამ მაჩვენა, რომ ფორმალური და არაფორმალური განათლებით მეტი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. მშვიდობის მშენებლობა, დემოკრატიული პრინციპები, ქველმოქმედება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტრადიციებზე აღზრდა, შრომა, ტოლერანტობა - ღირსეული და მშვიდი ცხოვრებისკენ მიმავალი გზაა. ყოველი განათლებული და მდიდარი ადამიანი ხომ საუნჯეა საქართველოსთვის... ჩემი ცხოვრების დევიზია: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ“, „იცხოვრე მთელი სიცოცხლე“. ჩემს კოლეგებს ვეტყოდი - უბრალოდ გიყვარდეთ ბავშვები, აღზარდეთ პატრიოტული სულისკვეთებით, მიეცით მათ განათლება და აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება; მუდმივად იფიქრეთ თვითგანვითარებაზე, გაეცანით ახალ მიდგომებს და გქონდეთ სიახლეებისადმი მიმღებლობა, რადგან სიახლეების გარეშე განვითარება შეუძლებელია, არ დაავიწყოთ „ვისი გორისანი არინ“ და სამი ღვთაებრივი საუნჯე: „მამული, ენა,სარწმუნოება“, - აღნიშნავს მარინე ტაბატაძე. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება