სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მსოფლიო წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
08-09-2021
-
+


8 სექტემბერს მსოფლიო წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ეს დღე 1966 წელს აღინიშნა - ინიციატივა განათლების მინისტრების საერთაშორისო კონფერენციის ავტორებს ეკუთვნით.

სამწუხაროდ, დღეს დედამიწაზე მილიონობით ზრდასრული და ბავშვია, რომლებიც წიგნიერების დონეს ვერ აკმაყოფილებს - არ იციან წერა-კითხვა. სწორედ ამიტომ,  ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყოველ წელის 8 სექტემბერს აღინიშნება წიგნიერების დღე.

1965 წლის 8 სექტემბერს, თეირანში საზეიმოდ გაიხსნა კონფერენცია, რომლის განხილვისა მთავარი თემა, „მსოფლიოში გაუნათლებლობის აღმოფხვრა“ იყო. ამის შემდეგ, 1966 წელს, იუნესკომ დაარსა წიგნიერების დღე,რომელიც კონფერენციის გამართვის თარიღს დაამთხვეს.

წიგნიერება - მოსახლეობის სოციალურ-კულტურული განვითარების საბაზისო მაჩვენებელია.

2021 წელს წიგნიერების საერთაშორისო დღის დევიზია:  „ადამიანებზე ორიენტირებული წიგნიერების აღდგენისთვის ციფრული განხეთქილების შემცირება“.

ბოლო კვლევების მიხედვით წერა-კითხვის მცოდნე მთელს მსოფლიოში 84% -ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 781 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე პლანეტის სხვადასხვა კუთხეში წერა-კითხვის უცოდინარია.1950-დან 1990 წლამდე, წიგნიერების რაოდენობა  76% -მდე გაიზარდა და მომდევნო ათი წლის განმავლობაში 82% -იც კი შეადგინა, თუმცა, 2000 წლიდან წიგნიერების მატება მხოლოდ, 2%-ით შეინიშებოდა. 

წერა-კითხვის უცოდინრობით პირველ ადგილზეა ინდოეთი, შემდეგი: ჩინეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ნიგერია, ეთიოპია, ეგვიპტე, ბრაზილია, ინდონეზია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ეს ათი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით წერა-კითხვის უცოდინართა 2/3 შეადგენს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება