| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

- ვფიქრობ, ეს საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს. თუ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, იქნება ყველასთვის და არა მარტო მასწავლებლებისთვის, რა შუაშია მარტო პედაგოგი? პედაგოგის გარდა ბავშვს კონტაქტი აქვს მშობლებთან, ბებიასთან, ბაბუასთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და ა.შ. და რატომ წარმოადგენს პედაგოგი ბავშვისთვის მთავარ საფრთხეს? თუ ვსაუბრობთ ზოგადად ვაქცინაციაზე, ვფიქრობ, საჭიროა, რადგან ამ ეტაპზე სხვა უკეთესი საშუალება პანდემიის წინააღმდეგ არ არსებობს და მასწავლებლებიც იცრებიან. ჩვენს სკოლაში მხოლოდ 5 მასწავლებელია აუცრელი.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ იქნება ისეთი შედეგიანი, როგორც დასწრებული სწავლება. სირთულეებში არ იგულისხმება მარტო ინტერნეტის ან ტექნიკური საშუალებების დეფიციტი. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ნებისყოფა და პასუხისმგებლობა. სუსტი ნებისყოფის მოსწავლეები მასწავლებელთა პირდაპირი კონტროლის მიღმა ნაკლებად აქტიურობენ და ნაკლებად ერთვებიან დისტანციურ გაკვეთილებში. ამიტომ მოსწავლეებს ვურჩევდი გამოიჩინონ მეტი ნებისყოფა და პასუხისმგებლობა, მეტად იაქტიურონ და ნუ გააცდენენ გაკვეთილებს, ხოლო მობლებს ვთხოვდი, რომ მეტად გააკონტროლონ თავიანთი შვილები და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვები დისტანციური გაკვეთილებისთვის საჭირო საშუალებებით.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?- ამ მხრივ გვაქვს სასიხარულო ფაქტი. ჩვენმა მაძიებელმა მასწავლებელმა ხატია ბარამიძემ წარმატებით ჩააბარა გამოცდა, 10 კრედიტი მიიღო და მუშაობას უფროსი მასწავლებლის სტატუსით გააგრძელებს. ვულოცავთ ქალბატონ ხატიას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში. რაც შეეხება ტრენინგებს, ვფიქრობ ცუდი არ არის. საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი და ბევრი პედაგოგისგანაც გამიგია, რომ ტრენინგმა ბევრი რამ ასწავლა, ბევრი რამ გაახსენა, რამაც უფრო ეფექტური და საინტერესო გახადა მისი გაკვეთილები. უბრალოდ, ტრენინგი უნდა იყოს მიგნებული და მიზნობრივი, ვისთან რა თემაზე უნდა ჩატარდეს. კარგი, კარგად დაგეგმილი და საჭირო თემაზე ჩატარებული ტრენინგი ყოველთვის შედეგიანია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ
„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“