სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა მხოლოდ მშობლის ნებართვით მოხდება - მიქელაძე
08-09-2021
-
+


ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა, რომ 12 წლის ზემოთ მხოლოდ ის ბავშვები აიცრებიან, რომლებსაც მძიმე ქორნიკული დაავადებები აქვთ, თუმცა ვაქცინაცია სურვილის მიხედვით მოხდება. მისივე თქმით,  ამ ეტაპზე არ არის სავალდებულო იმ არასრულწლოვნების აცრა, რომლებიც რისკ-ჯგუფს არ განეკუთვნებიან.

„ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი დღესაც აიცრა. 12-დან 16 წლამდე ვაქცინაციის ერთეული შემთხვევაა და  ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, აცრა მხოლოდ მას ჩაუტარდათ. პირადად ჩემი  3 პაციენტი იყო და ვაქცინაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. აცრის შემდეგ,  ერთმა მათგანმა  კორონვიორუსი ძალიან მსუბუქი ფორმით გადაიტანა.

 ჩემი რეკომენდაციაა, რომ რისკჯგუფის მქონე ბავშვებს ჩაუტარდეთ ვაქცინაცია.

იმ არასრულწლოვნებში, რომლებსაც რაიმე ტიპის პათოლოგია არ აქვთ, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ინფექცია, ამიტომ აუცილებელი არაა მათი აცრა. სჯობს, ეს ვაქცინები ჯერ მოწყვლად ჯგუფებზე გამოვიყენოთ, სადაც ინფექციამ შეიძლება ლეტალობა გამოიწვიოს.

ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მშობლების მომართვის საფუძველზე -  მათი თანხმობის გარეშე აცრა ვერ გაკეთებდა.

ვისაც აცრის სრვილი აქვს, დღესვე შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს - ისინი ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც იგზავნება სამინისტროში. მეორე-მესამე დღესვე ეს ბავშვები აიცრებიან, ოღონდ ვაქცინის გაკეთება უნდა იყოს მშობლის ნება და ოჯახის ექიმმაც დაასაბუთოს, თუ რატომ საჭიროებს ბავშვი აცრას“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება