სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო

არიან თუ არა სკოლები კორონავირუსის გამავრცელებლები?
12-12-2021
-
+


Covid-19-ის პანდემიამ ქვეყნების მთავრობები აიძულა კოლოსალური და სრულიად მოუმზადებელი ნაბიჯი გადაედგათ - ახალი თაობა დისტანციურ სწავლებაზე გადაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლებას თავისი დადებითი მხარეები აქვს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დისტანციური სწავლება, როგორც მოსწავლეთა განათლების დონეზე, ისე ბავშვების სოციალური უნარების განვითარებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

საინტერესოა ნამდვილად არიან თუ არა სკოლები კორონავირუსის გამავრცელებლები? 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სასწავლო წელს, დასწრებით სწავლებასთან დაბრუნების შემდეგ, აშშ-ს სკოლების, როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში, ინფიცირების საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც ამერიკელ მეცნიერთა კვლევა აჩვენებს, სკოლები, არ წარმოადგენს სივრცეს, სადაც ვირუსის გავრცელებას ზვავისებური ხასიათი აქვს.

„სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი არ იყო იმაზე მაღალი, ვიდრე საშუალოდ საზოგადოებაში“, - ირწმუნება კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ტრეისი ჰეგი.

ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევის ფარგლებში, გასული წლის შემოდგომაზე 9 კვირის მანძილზე მეცნიერები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის 90 ათასზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს აკვირდებოდნენ და ამერიკულ სკოლებში Covid-19-ის გავრცელებას იკვლევდნენ.

დიუკის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევის ინსტიტუტის პედიატრის დანიელ ბენჯამინის თქმით, შტატში კორონავირუსის გავრცელების მაშინდელი სისწრაფის გათვალისწინებით, ვარაუდობდნენ, რომ სკოლა ინფიცირების დაახლოებით 900 შემთხვევის წყარო იქნებოდა, მაგრამ კონტაქტების მოკვლევის შემდეგ სკოლების ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რიცხვი 32 შემთხვევამდე შემცირდა. 

ეს ნაშრომი 2021 წლის იანვარში გამოქვეყნდა, მაგრამ თანამდებობის პირებმა თავის დაზღვევა გადაწყვიტეს და ბევრი სკოლა აშშ-ი დაკეტილი დარჩა. მაგრამ მალე სამხრეთ კაროლინელი მეცნიერების დასკვნები სხვა შტატებში ჩატარებული კვლევის შედეგებით დადასტურდა. 

ერთ-ერთ მათგანში, 2020 წლის გაზაფხულზე, უისკონსინის 17 სკოლაში, შტატში ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს, 13 კვირის მანძილზე კორონავირუსით ავადობას იკვლევდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკოლების თანამშრომლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირების 191 შემთხვევიდან, სკოლაში​ დაინფიცირება მხოლოდ 7 შემთხვევაში მოხდა.

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში ნახსენებია, კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ნებრასკას შტატში ჩატარდა. აღნიშნულ შტატში საგანმანათლებლო დაწესებულებები მთელი სასწავლო წელი მუშაობდნენ. 20 ათას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ამ პერიოდში სკოლაში ინფექციის გადაცემის მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამასთან, სრულიად შესაძლებელია, რომ სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი ბევრად მაღალი ყოფილიყო, რადგან ბავშვებს ხშირად Covid-19 უსიმპტომოდ გადააქვთ და რეგულარული ტესტირების გარეშე ისინი სტატისტიკაში უბრალოდ არ ხვდებიან. თუ დავუშვებთ, რომ შემთხვევების რეალური რაოდენობა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე კვლევები აჩვენებს, გამოდის, რომ ვირუსი სკოლაში ბევრად ნელა ვრცელდებოდა, ვიდრე საზოგადოებაში, ამიტომ ბავშვებისთვის „სკოლაში ყოფნა უფრო უსაფრთხოა ვიდრე მის გარეთ“,- დარწმუნებულია პედიატრი დენიელ ბენჯამინი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება