| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კლას-კომპლექტი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შედგება და მისი შექმნა დასაშვებია მცირეკონტინგენტიან სკოლებში. თუ კლასში ერთი ან ორი მოსწავლეა, სწორედ ასეთ დროსაა რეკომენდებული სხვა კლასთან კლას-კომპლექტის შექმნა. კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კლას-კომპლექტები რეკომენდებულია შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV კლასებად, ან I და III, II და IV კლასებად). სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული საგნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ.: I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.).
კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში, თითოეული კლასის მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო საათების რაოდენობა.
კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა და მისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება.
კლას-კომპლექტში მუშაობა იოლი არაა. პედაგოგს მოეთხოვება ბავშვის განვითარების ეტაპების კარგად ცოდნა. სწავლების მეთოდები, რომლებსაც მასწავლებელი საკლასო სივრცეში გამოიყენებს, უნდა შეესაბამებოდეს ასაკობრივ თავისებურებებს.
ერთდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნა, ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან და დიფერენცირებული სწავლება მარტივი არაა და დიდ შრომას მოითხოვს. გაკვეთილი ზედმიწევნით უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი, რესურსები კი თითოეულ ბავშვზე მორგებული.
რა დადებითი მხარე აქვს კლას-კომპლექტს?
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება