სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლე გივი რუხაძემ მედიაწიგნიერების კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
02-09-2021
-
+


თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო პროექტებში.

თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გივი რუხაძემ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეორე ადგილი დაიკავა.

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ გამარჯვებული მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები წარადგინეს. კონკურსი მიზნად ისახავდა მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას. კონკურსის წესების თანახმადმ მოსწავლეებს თავად უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ეგრეთ წოდებული „Fake News“ და წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.

კონკურსში მეორე ადგილზე გივი რუხაძე გავიდა რომელმაც ნაშრომი ფილმების აკრძალვის თაობაზე წარადგინა და გამოქვეყნებული ინფორმაცია განიხილა. მოსწავლემ ყალბი ამბები აღმოაჩინა და ყურადღება გამოქვეყნებული სტატიის სათაურზე გაამახვილა, ასევე ტექსტის შინაარსზე და წყაროს არარსებობაზე. ამბის სიზუსტე მან ოფიციალურ უწყებასთან გადაამოწმა და მისი სიმცდარე დაადასტურა. გივიმ კონკურსში საჩუქრად New iPad Pro დაიმსახურა.

თბილისის N48 საჯარო სკოლა, გივი რუხაძეს ულოცავს წარმატებას და სკოლის სასახელოდ მრავალ გამარჯვებას უსურვებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება