სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რომელი საგნებით შეუძლიათ სრული დატვირთვა მასწავლებლებს, რომლებსაც საათები არ ჰყოფნით?
02-09-2021
-
+


პედაგოგები სრულ დატვირთვაზე შესაბამის დანამატს იღებენ. მოგეხსენებათ, კანონის მიხედვით, დაწყებითების პედაგოგებისთვის სრული დატვირთვა 13 საათით განისაზღვრება, სხვა პედაგოგებისთვის 15 საათით.

საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები, პირველ რიგში, გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით).

რომელი საგნებით  შეუძლიათ სრული დატვირთვა მასწავლებლებს, რომლებსაც საკუთარ საგანში საათები არ ჰყოფნით?

ეროვნულ სასწავლო გეგმაში სავალდებულო და არჩევითი საგნებია გაწერილი და საგნობრივად დაჯგუფებული. ერთ საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვადასხვა საგნის სწავლებისას მასწავლებელს შეუძლია საათები სრულ დატვირთვამდე შეივსოს და სტატუსის შესაბამისი დანამატი მიიღოს.

საგნობრივი ჯგუფები მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები ერთიანდება რვა საგნობრივ ჯგუფში:

  • სახელმწიფო ენა;
  • მათემატიკა;
  • უცხოური ენები;
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ტექნოლოგიები;
  • ესთეტიკური აღზრდა;
  • სპორტი.

სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში);

გ) ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება I-XII კლასებში).

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა.

მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში).

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის), რობოტექნიკა, კოდირება.

უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) პირველი უცხოური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) მეორე უცხოური ენა (ისწავლებაV– XII კლასებში).

გ) მესამე უცხოურ ენა (არჩევითი საგანი, ისწავლება X-XII კლასებში).

პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორე უცხოური ენის - V კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა). სკოლამ მინიმუმ ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს ასარჩევად.

უცხოური ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე და კერძო სკოლები უფლებამოსილები არიან მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყონ ნებისმიერი კლასიდან.

საჯარო სკოლა უფლებამოსილია, სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს მესამე კლასიდან.

არაქართულენოვან სკოლებს/სექტორებს უფლება აქვთ თავიანთ მოსწავლეებს, სახელმწიფო და მშობლიური ენების გარდა, ერთი უცხოური ენა ასწავლონ.

სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს მეორე უცხოურ ენად ნებისმიერი სხვა ენა/ენები შესთავაზოს, რაც უნდა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: მესამე უცხოური ენა, ამერიკისმცოდნეობა, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა.

საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);

გ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია (ისწავლება VII-XII კლასებში);

გ) გეოგრაფია (ისწავლება VII-VIII კლასებში);

დ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);

ე) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);

ვ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);

ზ) სამოქალაქო განათლება (ისწავლება VII-X კლასებში);

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკა და სახელმწიფო, მეწარმეობის საფუძვლები, მსოფლიო კულტურა, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (ისწავლება VII კლასში 2019-2020 სასწავლო წლამდე);

გ) ბიოლოგია (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან - VII-XI კლასებში);

დ) ფიზიკა (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან - VII-XI კლასებში);

ე) ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში).

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ასტრონომია, გარემო და მდგრადი განვითარება, ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები, რობოტექნიკა, კოდირება.

ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ (ისტ). იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე.

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კომპიუტერული მეცნიერება, კოდირება, რობოტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და დიზაინი, მულტიმედია და მუსიკა, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის).

ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ისწავლება I-IX კლასებში);

ბ) მუსიკა (ისწავლება I-IX კლასებში);

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ) - შრომა, სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა), თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და მუსიკა, გუნდი, დრამა, თეატრალური ხელოვნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, მულტიმედია და დიზაინი, კინოხელოვნება.

სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ფიზიკური აღზრდა (ისწავლება I-VI კლასებში)

ბ) ფიზიკური აღზრდა და სპორტი (VII-XII კლასებში);

ამ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის არჩევითი საგანი – ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის).

მნიშვნელოვანია, რომ დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო სპეციალიზებულად ისწავლება. ესგ-ს მიხედვით, რეკომენდებულია, დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლიდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება