სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ მაძიებლობის კურსი დადებითად არ შეგიფასდათ, მაგრამ გამოცდა ჩააბარეთ... - ინფორმაცია სტატუსის მოსაპოვებლად
18-10-2022
-
+


მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამით ის ადამიანები სარგებლობენ, ვისაც პედაგოგის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ აქვს, მაგრამ სკოლაშია დასაქმებული. ასევე პროგრამაში ჩართვა იმ პირებს შეუძლიათ, ვინც დიპლომით მასწავლებელი არაა, თუმცა ჩაბარებული აქვს პედაგოგისთვის განკუთვნილი გამოცდა და სკოლაში მუშაობს.

დამწყებმა პედაგოგმა მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს. პროგრამა ორი კურსისგან შედგება, ესაა აკადემიური კურსი და პედაგოგიური პრაქტიკის კურსი.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შესაძლებელია იყოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი (ინტენსიური). პროგრამის აკადემიური კურსი ითვალისწინებს მაძიებლისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსი მოიცავს მაძიებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური პრაქტიკის გავლას.

თუ მასწავლებლობის მაძიებლებს აკადემიური კურსი დადებითად შეუფასდათ, მაგრამ გამოცდა ვერ ჩააბარეს, იმავე სკოლაში მუშაობის გაგრძელების უფლება არ ექნებათ და დადებითად შეფასებული კურსიც გაუუქმდებათ.

რა მოხდება, თუ მაძიებელი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს მაგრამ მას აკადემიური კურსი უარყოფითად შეუფასდება?

კურსის შეუფასებლობის შემთხვევაში, გამოცდა რომც ჩააბაროს მაძიებელმა, უფროსის სტატუსს ვერ მოიპოვებს, შესაბამისად, გამოცდაზე მიღებული ქულის მიუხედავად, მან აკადემიური კურსი ხელახლა უნდა გაიაროს, თუმცა მას ახალი შანსი მიეცემა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფლება ექნება ჩააბაროს რომელიმე უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე (პროგრამა ერთწლიანია, 2 სემესტრი ისწავლება), დასრულების შემდეგ კი უფროსის სტატუსს მოიპოვებს.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მისაღებ კონკურსს უნივერსიტეტები მას შემდეგ გამოაცხადებენ, რაც პედაგოგთა გამოცდების შედეგები გახდება ცნობილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება