სიახლეები
სიახლეები

ინფორმაცია 2021 წლის აბიტურიენტებისთვის - როგორ გაიცემა სასწავლო გრანტი და გამოითვლება აბსოლუტური ქულა
07-08-2021
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ქულების გამოცხადების შემდგომ, აბიტურიენტთა მთავარი კითხვაა მოიპოვებენ თუ არა გრანტს და როგორ გაიცემა გრანტი. etaloni.ge გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ ხდება გრანტის გაცემა. ამასთან, შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 2021 წელსაც აბიტურიენტები დაფინანსდებიან 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტით.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი:
აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგების გათვალისწინებით - ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ვინაიდან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დამატებითი საგანი დააწესა, აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას - აბიტურიენტს უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოაღნიშნულ სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა,
უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ
ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენასა და დამატებით საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად.

აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს.

იგივე წესი მოქმედებს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების) შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ პროგრამებზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:

1. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ბიოლოგიის შედეგების გათვალისწინებით;

2. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ფიზიკის/ქიმიის/მათემატიკის (იმის შესაბამისად, თუ რომელი გამოცდა აქვს ჩაბარებული აბიტურიენტს) შედეგების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისათვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს ათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს მეტი თანხა გადანაწილდება. საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება საგნების რიგითობა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენ და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში 1.5.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, უცხოურ 25
ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი აბსოლტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 164,8 + (164,0X1.5) = 579,9. მიღებული ჯამი მრავლდება 10ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 579,9X10= 5799,0.

აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;

) აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამი საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;

) აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.

აბიტურიენტი, მისი აბსოლუტური ქულის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტს იღებს მის მიერ ჩაბარებული საგამოცდო საგნისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა ნაწილდება შემდეგი საგნებისათვის:

.) მათემატიკა;
.) ბიოლოგია;
.) ქიმია;
.) ფიზიკა;
.) ზოგადი უნარები;
.) ისტორია;
.) გეოგრაფია;
.) ლიტერატურა;
.) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
.) სამოქალაქო განათლებ.

მათემატიკის
, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგად უნარების საგნებისათვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა - 1.4, ხოლო დანარჩენი საგნებისათვის - პრიორიტეტული წონა - 1.

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 5% თანაბრად ნაწილდება თითოეულ საგანზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზემოაღნიშნული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით. ამ მიზნით გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის
წონაზე, შემდეგ კი აკადემიური პროგრამებისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95% საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად.


ასევე, იხილეთ: 2021-2022 სასწავლო წლის ე.წ. უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება