სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

მასწავლებლებისა და მოსწავლეების დახასიათება ჰოროსკოპების მიხედვით - რჩევები მიხეილ ცაგარელისგან
22-06-2018
-
+


ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით,  აუცილებელია მასწავლებელმა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის ფსიქოტიპი შეისწავლოს, რადგან ამის ცოდნა მას  ბავშვებთან ურთიერთობაში და გაკვეთილის სწორად წარმართვაში დაეხმარება.

- როგორ დაახასიათებთ ბავშვებს და პედაგოგებს ჰოროსკოპის მიხედვით?

- ასტროლოგია ეს არის კოსმობიოფსიქოლოგია, რომელიც გვასწავლის ხასიათის 12 ტიპს. არა ერთხელ გავაჟღერე წინადადება, რომ პედაგოგებმა კარგად უნდა შეისწავლონ თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის ფსიქოტიპი. სამწუხაროდ,  გამოხმაურება ჯერ არ მოყოლია.  პირადად მე, პედაგოგიურ პრაქტიკაში ამას ვიყენებ და ძალიანა მეხმარება.

მასწავლებელმა კონკრეტული მოსწავლის ხასიათი უნდა იცოდეს და ამის მიხედვით  მიუდგეს მას სწავლის პროცესში.  მაგალითად,  ავიღოთ  „ტყუპები“. ზოდიაქოს ეს ნიშანი გამოირჩევა გაანალიზების სწრაფი უნარით.  თუ მისი  მასწავლებელი არის „თხის რქა“, რომელიც ხასიათით რაჭველია და ლაპარაკობს ძალიან ნელა,  „ტყუპი’’ ვერ დაელოდება, სანამ რაიმე მნიშვნელოვანს იტყვის, რადგან მას აქვს ნევროზული მოუსვენრობა.
„ტყუპებთან“ საჭიროა რაც შეიძლება მოკლე და სწრაფი საუბარი, რაც  „თხის რქას“ არ ეხერხება. ამიტომ უკვე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩნდება პრობლემა. ან პირიქით, თუ პედაგოგი არის „ტყუპები“ და მოსწავლე „თხის რქა“, რომელსაც რამდენჯერმე სჭირდება ახსნა, „ტყუპი’’ მასწავლებელი  ღიზიანდება. სამაგიეროდ,  „თხის რქა’’ ფუნდამენტური დამახსოვრების უნარით გამოირჩევა, განსხვავებით „ტყუპებისგან’’.

„კირჩხიბი“ ბავშვი მგრძნობიარე და ემოციურია. „კირჩხიბებთან“ დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _  ისინი დამოკიდებულნი არიან მთვარის ფაზებსა და ენერგიაზე.
„თევზები“  მგრძნობიარენი არიან, მათთან  ხმის აწევა და ყვირილი დაუშვებელია _ მაშინათვე ატირდება და რაც იცოდა  ისიც დაავიწყდება. ამიტომ მასთან  ფაქიზი და დიპლომატიური ურთიერთობაა  საჭირო.

 - სიზარმაცისკენ მიდრეკილი რომელი ნიშანია?

- ზარმაცების სიაში შედიან „ლომები“ და „კუროები“.  ეს ორი ნიშანი უდაოდ ნიჭიერია, მაგრამ სწავლა ეზარებათ. სიზარმაცის ჭია ხშირად ღრღნით „მერწყულებსაც“,  „მშვილდოსანი“ კი ზედმეტად სულსწრაფია. უნდა, რომ სწრაფად დაასრულოს სწავლა, სადღაც გაიქცეს და ითამაშოს. მან უამრავი რამ იცის,  მაგრამ არც ერთი საკითხი  _  ღრმად. რაც შეეხება გონებრივ შესაძლებლობებს,  ვერავინ შეედრება „მშვილდოსანსა“ და „ტყუპებს“.

- საუკეთესო მოსწავლეები ვინ არიან?

- „ქალწულები“, რადგან საოცრად მოწესრიგებულები და პედანტები არიან.  ყველა დეტალს  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, თუ ტექსტში  მძიმე საჭირო ადგილას არ არის დასმული, ამას „ქალწული“ აუცილებლად შეამჩნევს და გაასწორებს, სხვა _ ვერა.  მართლაც უამრავი დეტალია, რომელიც პედაგოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს. 

- რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის არის მასწავლებლის პროფესია უფრო შესაფერისი?

- „ქალწული“ და „თხის რქა“ ძალიან კარგი პედაგოგები არიან.  „კუროც“ კარგია, რადგან მასწავლებელი „კურო“  არასოდეს ზარმაცობს.  „კირჩხიბსაც" დადებითად შევაფასებ, მას ფსიქოლოგიისკენ მიდრეკილება ძალიან შველის.  ბავშვებს „თევზი“ მასწავლებელი უყვართ ძალიან,  რადგან რბილი და მგრძნობიარეა.

- რომელ  ზოდიაქოს ნიშნებს უადვილდებათ ბავშვებთან ურთიერთობა?

- ალბათ „თევზებს“. ისინი ხომ დიდი ბავშვები არიან და  ამიტომაც ბავშვთა სამყარო მათთვის  მშობლიურია.  ვფიქრობ,  რომ „თევზია“ საუკეთესო პედაგოგი, თუმცა იმასაც გააჩნია, რომელი  საგნის პედაგოგია.  „თევზები“ შეიძლება საუკეთესო იყოს ჰუმანიტარულ საგნებში, მაგრამ  ტექნიკურ დისციპლინებში „მერწყულს“ არავინ სჯობს. რაც შეეხება ისეთ საგნებს, როგორიცაა ისტორია და  გეოგრაფია, აქ „კირჩხიბია“ უბადლო, რადგან შეუძლია ლამაზად და ლიტერატურულად წარმოაჩინოს ისტორიული ფაქტები.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტი და ქიმიის საკითხები ცნობილია

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ! - კიდევ 3 საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

მასწავლებლის სახლი პედაგოგების შერჩევას იწყებს - პასუხი 27 ივლისამდე გეცნობებათ

2025 საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა - მასწავლებლის გამოცდა

სავალდებულო საგნის სწავლის წესი აგვისტოს ბოლომდე შემუშავდება - შექმნილია კომისია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება