სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატება დამოკიდებულია საქმისადმი სიყვარულზე“- დონარი აბულაძე, ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორთან, დონარი აბულაძესთან შედგა.

- წარმატება არის. . .

- წარმატება დამოკიდებულია საქმისადმი სიყვარულზე, თვითმოტივაციაზე, მიზანდასახულობაზე, თავდაჯერებულობაზე და ასევე მუდმივ განვითარებაზე.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 

- ოჯახს, სადაც განსხვავებული აზრის მიუხედავად, ყველა იქ მყოფს თავისი წილი პასუხისმგებლობები გადანაწილებული აქვს და ოჯახის ერთობასა და წარმატებაზე ზრუნავს.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 

- ჩემი პირველი მასწავლებელი ქალბატონი დალი შავაძე იყო, რომელმაც „დედა ენას“ მაზიარა, დალი მასწავლებელი იყო უკეთილშობილესი ქალბატონი, გამორჩეული პროფესიონალი. არასდროს დამავიწყდება მისი მზრუნველობა, ჩემს და ყველა მოსწავლის მიმართ. ალბათ მისი დამსახურებაა, პედაგოგის პროფესია რომ ავირჩიე. 

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .

- ყველაფერი მიყვარს რაც ჩემს მოსწავლეობას მახსენებს, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ყველაფერს. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, აქტიური ვიყავი, როგორც საკლასო ასევე კლასგარეშე ღონისძიებებში. ჩემი მოსწავლეობა იმ სკოლას უკავშირდება, რომლის დირექტორიც ახლა ვარ, ვფიქრობ ჩემმა სკოლამ, ჩემმა მასწავლებლებმა და ჩემი მოსწავლეობის წლებმა განაპირობა ისეთ ადამიანად ჩამოყალიბება, როგორიც დღეს ვარ. 

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 

- ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, სტენდალი - „წითელი და შავი“ და ერიხ მარია რემარკი - „ტრიუმფალური თაღი“

- ზაფხულში ვცდილობ. . . 

- უწყვეტ მუშაობასთან ერთად ვცდილობ დასვენებას, სიახლეების გაცნობას და რაც უმთავრესია, ვეცდები ყურადღება არ მოვაკლო ოჯახის წევრებს, თუმცა რამდენად გამომდის საკითხავია.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 

- მახსენდება რამოდენიმე ფრაზა:
ორი რამ მაოცებს ამ სამყაროში: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩემში;
შეიცანი შენი რეალური ძალა და ნუ შეგეშინდება წინამძღოლობის;
გიყვარდეს ყველა, ენდე რჩეულებს და არ გაუკეთო ბოროტება არავის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება