სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლაში 24 პედაგოგი გვყავს, აქედან 11 წამყვანი, ხოლო 11 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა“ - ვაჟა ბუიღლიშვილი ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


უკვე 28 წელია, რაც ვაჟა ბუიღლიშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს - ბოლო სამი წელი დირექტორის პოზიციაზეა და მისი გუნდიც საუკეთესო პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, რაზეც მეტყველებს ის, რომ 24 პედაგოგიდან 11 წამყვანი, ხოლო - 11 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. ვაჟა ბუიღლიშვილმა Etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელი შეაფასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ვაჟა ბუიღლიშვილი: პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა რთული იყო, თუმცა ღირსეულად გავართვით თავი. თავიდან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ მასწავლებლები ჩასწვდომოდნენ ტექნოლოგიებს და საგაკვეთილო პროცესი პრობლემების გარეშე წარმართულიყო. წარმოუდგენელი თანადგომა გვქონდა განათლების სამინისტროსა და რესურსცენტრისგან - მხარში გვედგნენ და გვეხმარებოდნენ ყველაფრით, რასაც საჭიროება მოითხოვდა. მიმაჩნია, ჩვენი სკოლა ღირსეულად გაუმკლავდა ამ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ  გარკვეული ხარვეზები გვქონდა ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით და რამდენიმე მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომები დაგვჭირდა.

- მასწავლებლებისთვის რამდენად რთული იყო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა?

- იმით დავიწყებ, რომ სკოლაში სულ 24 პედაგოგი გვყავს, მათგან 11 წამყვანი, ხოლო 11 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა - ორიც პრაქტიკოსი. მასწავლებლების ძლიერი და კარგი გუნდი გვყავს. რაც შეეხება უშუალოდ ონლაინ-სწავლებას, ახალგაზრდა კოლექტივია და საკმაოდ მოკლე პერიოდში შევძელით პრობლემებთან გამკლავება, თუმცა ეს არ ყოფილა მარტივი. ადრე მასწავლებლებს რესურსცენტრიდან ტრენინგები უტარდებოდათ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ეს ცოდნაც გამოადგათ.

- ონლაინ-სწავლების შემდეგ, ალბათ არაერთი პრობლემა გამოიკვეთა სკოლაში...

- დიახ, არის გარკვეული ხარვეზები და პრობლემები, რომლებიც მხოლოდ ონლაინ-სწავლებას არ უკავშირდება - ისტ-ის სახელმძღვანელოების დეფიციტი გვაქვს. წლებია, ამ საგანში ახალი სახელმძღვანელო აღარ გვქონია და თუ ახალი ლიტერატურა იქნება, მოხარულები ვიქნებით. გვაქვს ძველი წიგნები, რომლებიც არასაკმარისია და ელექტრონული ვერსიები, რომლითაც სწავლობენ ბავშვები. ტექნოლოგიების ძალიან კარგი კაბინეტია ჩვენს სკოლაში, პროექტორით და ყველანაირი საჭირო ტექნიკით, მაგრამ უშუალოდ ამ საგნის წიგნების დეფიციტი

- რამდენი ხანია, რაც დირექტორის პოზიციაზე ხართ?

- ჩემს სკოლასთან ბევრი წელი მაკავშირებს, დავიწყებ იქედან, რომ ამ სკოლაში ვწავლობდი თავადაც - 1967 წელს შემოვდგი ფეხი. აქ ასწავლიდნენ ჩემი მშობლებიც და უკვე 28 წელია, რაც თავად ვმუშაობ - 25 წელი დირექციაში ვიყავი, ბოლო სამი წელია, დირექტორის მოვალეობას ვასრულებ მშობლიურ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება