სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაიშვებიან თუ არა გამოცდაზე მასწავლებლები კოვიდტესტის გარეშე - რა ხდება, თუ ვირუსი დაგიდასტურდათ
13-07-2021
-
+


14 ივლისს მასწავლებლების გამოცდები იწყება. თუმცა, როგორც ირკვევა, მათ გარკვეული პირობების გათვალისწინება მოუწევთ, მათ შორისაა, გამოცდების პერიოდში პირბადის ტარება და იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჩართულობით შემუშავდა. 

აღსანიშნავია, რომ წინა წლისგან განსხვავებით აპლიკანტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდას არ გამოეთიშებიან და ტესტის ჩაბარებას დამატებით სესიაზე შეძლებენ. ასევე ხდება აბიტურიენტების შემთხვევაში და ამ მხრივ პედაგოგების გამოცდა გამონაკლისი ნამდვილად არ არის.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასწავლებლებს კოვიდტესტი გამოცდამდე 72 საათით ადრე უნდა ჰქონდეთ აღებული, თუმცა საგამოცდო მოთხოვნებში მსგავსი პირობა არ დევს; მაგრამ თუ აპლიკანტს კოვიდი ჰქონდა, მაშინ აუცილებელია გამოცდაზე გასვლისას საკარანტინე პერიოდი გასული იყოს.

დამატებითი სესიების შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს. 

etaloni.ge კი ყველა აპლიკანტს წარმატებებს გისურვებთ !

იხილეთ ასევე: წესები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე უნდა დაიცვათ - საგამოცდო პროტოკოლი უკვე ცნობილია

მასწავლებელთა გამოცდები ხვალიდან იწყება - ნახეთ, სწორად გაქვთ თუ არა ამობეჭდილი საგამოცდო ბარათი

ცვლილებები, რომლებიც დაწყებითის კომბინირებული (I-IV) გამოცდის პროგრამაში მას შემდეგ შევიდა, რაც საგამოცდო დრო 1 საათით შემცირდა

მასწავლებელთა გამოცდებზე დეტალური ინფორმაცია - პროგრამები, დამხმარე სახელმძღვანელოები და ბარიერი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება