სიახლეები
საინტერესო

ცვლილებები, რომლებიც დაწყებითის კომბინირებული (I-IV) გამოცდის პროგრამაში მას შემდეგ შევიდა, რაც საგამოცდო დრო 1 საათით შემცირდა
07-05-2021
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასების) საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდა. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 65, სადაც აპლიკანტს შეუძლია 51 ქულა პროფესიულ ცოდნაში მოიპოვოს, 14 კი - აკადემიურ უნარებში. გამსვლელი ქულა კი იქნება 40 (და მეტი).

რის ხარჯზე შემცირდა დრო გამოცდაზე, სადაც პედაგოგმა და მასწავლებლობის მსურველმა კომპეტენცია სამ საგანსა და აკადემიურ უნარებში უნდა დაადასტუროს?

2021 წლის ტესტები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საგამოცდო დრო უმეტეს საგანში, მათ შორის დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე 5 საათის ნაცვლად, 4 საათი გახდა, რამაც გარკვეული დავალებების შემცირება გამოიწვია. 

I - IV კლასების პედაგოგთათვის საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტი ორი ნაწილისგან შედგება - საგნობრივი ცოდნა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) და აკადემიური უნარები (წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიტიკური ესე). საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (პროფესიაში შემომსვლელთათვის) 60%-ია. შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი - ქულათა საერთო რაოდენობის 40%. შესაბამისად, ამ ნაწილში ზღვრის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი.

როგორც აღვნიშნეთ, საგნობრივი ცოდნა - ტესტის ეს ნაწილი სამ ბლოკს მოიცავს - ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, კითხვისა და წერის სწავლება. თითოეულ საგნობრივ ბლოკში მოცემულია დავალებები, რომლებიც ამოწმებს შესაბამის საგნობრივ ცოდნას. აკადემიური უნარები - ტესტის ეს ნაწილი კი ორ ბლოკს მოიცავს: წაკითხული ტექსტის გააზრებასა და ანალიტიკურ წერას. წაკითხული ტექსტის გააზრების ბლოკის მეშვეობით მოწმდება უცნობი ტექსტის ადეკვატურად გაგებისა და გააზრების, ტექსტიდან ინფორმაციის მოპოვების, ინტერპრეტირების, გაანალიზებისა და შეფასების უნარი. ანალიტიკური წერის მეშვეობით მოწმდება ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი თვალსაზრისის ცხადად და ნათლად ჩამოყალიბების, არგუმენტების მოხმობით მისი დასაბუთების, აგრეთვე სხვადასხვა მოსაზრების კრიტიკული ანალიზის უნარი.

2021 წელს დაწყებითი საფეხურის (I-IV) მასწავლებლების საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტებში ცვლილება შეეხო ორივე ნაწილს (შემცირდა დავალებების რაოდენობა), რაც აისახა ტესტირების დროზე. კერძოდ:

2020 წელს საგნობრივი ცოდნის მაქსიმალური ქულა იყო - 62, საიდანაც ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილის მაქსიმალური ქულა 25 იყო, მათემატიკური ნაწილისა - 22, ხოლო ბუნებისმეტყველების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 15. აკადემიური უნარების ნაწილის მაქსიმალური გასულ წელს 18 ქულას შეადგენდა. ტესტის მაქსიმალური ქულა - 80, ხოლო ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო 5 საათი.

2021 წლის ტესტის ფორმატში საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულაა 51, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილის მაქსიმალური ქულაა - 21, მათემატიკური ნაწილისა - 18, ხოლო ბუნებისმეტყველების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 12. აქვე ყურადღებამისაქცევია, რომ აკადემიური უნარების ნაწილის მაქსიმალური ქულა იქნება 14 (18-ის ნაცვლად), ტესტის მაქსიმალური ქულა - 65 (80-ის ნაცვლად), ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო კი - 4 საათი.

პროფესიაში შემომსვლელებისთვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%-ზე მეტი) განისაზღვრა 40 ქულა და მეტი, ხოლო ანალიტიკური უნარების შიდა ბარიერად (40%-ზე მეტი) – 6 ქულა და მეტი.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს ტესტში:

ცვლილებები აკადემიური უნარების ნაწილში: წაკითხული ტექსტის გააზრება - არჩევითპასუხიანი 1-ქულიანი დავალებების რიცხვს დააკლდა 2 ქულა - იყო 7 შეკითხვა, გახდა 5; ანალიტიკური წერა - ესეს შეფასების სქემის მიხედვით მაქსიმალურ ქულად, ნაცვლად 11 ქულისა, განისაზღვრა - 9. თითო ქულა დააკლდა შინაარსის რელევანტურობისა და დასაბუთების კრიტერიუმებს (შინაარსის რელევანტურობა - მაქსიმალური ქულა -1 ; დასაბუთება - მაქსიმალური ქულა - 2).

ქართული ენასა და ლიტერატურაში ენობრივი კომპეტენციის ნაწილს დააკლდა 2 ქულა, ლიტერატურის ნაწილსაც დააკლდა, ასევე, 2 ქულა.

მათემატიკაში დააკლდა ჯამში 4 ქულა არჩევითპასუხიანი და ღია დავალების შემცირების ხარჯზე.

ბუნებისმეტყველებაში კი დააკლდა ჯამში 3 ქულა არჩევითპასუხიანი და ღია დავალების შემცირების ხარჯზე.

გასულ წლებში დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე გამსვლელები აღნიშნავდნენ, რომ 5 საათი ძალიან ცოტა დრო იყო საგნობრივი და აკადემიური უნარების - ორივე ნაწილის სრულყოფილად დასაწერად. ამჯერად, რამდენად კმაყოფილები იქნებიან აპლიკანტები შემცირებული დავალებებით და რამდენად საკმარისად მიიჩნევენ 4 საათს, გამოცდების შემდეგ გავიგებთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი, 4 702 აპლიკანტი - დაწყებითის (I-IV) გამოცდაზე დარეგისტრირდა.

იხილეთ ასევე: 

რა შემთხვევაში ვერ გამოიყენებთ მასწავლებლის გამოცდაზე მიღებულ შედეგს - გაეცანით 3 აუცილებელ პუნქტს

მასწავლებელთა გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი დაწყებითის ტესტირებაზე დარეგისტრირდა - როგორია სხვა საგნების მონაცემები?


კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება