სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგი გამოწვევა იყო ის, რომ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩავერთეთ“- სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს
05-07-2021
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი,  ლელა ჩერქეზიშვილი 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს და ამბობს, რომ პანდემიის გამო სასწავლო პროცესი მთელი წლის მანძილზე, საკმაოდ რთული იყო:

„არ დავმალავ და 2020-2021 წელი რთული იყო. სკოლაში ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და იძულებულები გავხდით ონლაინ სწავლებაზე გადავსულიყავით. სამინისტროს კარგი პლატფორმა აქვს „თიმსი„ , რომელიც საკმაოდ გამართულად მუშაობდა, მაგრამ სოფელში ინტერნეტის დაბალი სიხშირის გამო, პრობლემა მაინც გვექმნებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ "თიმსს" 120 კაცის გაერთიანებაც შეუძლია მცირერიცხოვან კლასებშიც ჭირდა ჩართვა.
პირადად მე, დირექტორობასთან ერთად მოქმედი მასწავლებელი ვარ. ისტორიასთან ერთად სამოქალაქო განათლებას ვასწავლი ბავშვებს და ვცდილობ, ხარისხიანი ინტერნეტი მქონდეს, თუმცა მეც მქონდა პრობლემა ონლაინ სწავლების დროს. 
გარდა ამისა, პრობლემას ქმნის დაბალი სოციალური ფონი, მრავალშვილიან ოჯახებს არ ჰყოფნით ტექნიკა და ეს საკითხი მძიმე ტვირთად დააწვა დისტანციური სწავლების პროცესში.

ონლაინ სწავლების დადებითი მხარე იყო ისიც, რომ მშობელთა კრების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდა და  ყველა საკითხს განვიხილავდით მშობლებთან, თუმცა საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს, როგორი ხარვეზითაც არ უნდა წარიმართოს ის, ონლაინ სწავლება მაინც ვერ ჩაანაცვლებს. 

მასწავლებლებს, რაც შეეხება რამდენიმე ეტაპი გავიარეთ პანდემიასთან დაკავშირებით, თუმცა შიდა გავრცელება არ გვქონია, ძირითადად გარედან შემოტანილი შემთხვევები იყო. სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა ინფრასტრუქტურამ იმუშავა, უხვად მოგვამარაგეს და ჩვენც ზედმიწევნით, რეგულაციების დაცვით ვაკეთებდით ყველაფერს. რესურსცენტრიდან გვქონდა მონიტორინგი და შემოწმება. ამ ყველაფრის ფონზე შევძელით იოლად გავლა პანდემიის რთული პერიოდის.

კარგი გამოწვევა იყო ის, რომ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩავერთეთ და მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეფორმას თუ სიახლეს ეჭვის თვალით ვუყურებთ, მასწავლებლების უმრავლესობა თვლის: გვიჭირს, ახალია, შრომატევადია, უცხოა დასახვეწია შესაცვლელია, მაგრამ აუცილებელია... კარგია... გარდა ამისა, მუდმივი ტრენინგები გვიტარდებოდა, ადგილზეც ჩამოდიოდნენ და ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ ტრენერ-მასწავლებლებს სკოლებში. ერთი პედაგოგისთვისაც კი მოდიოდნენ. 
ბავშვებს რაც შეეხება, წელს ნაკლები აქტივობა იყო. ის, რაც ადრე საკლასო ოთახის მიღმა ტარდებოდა, წელს ძირითადად საკლასო აქტივობებით შემოვიფარგლეთ. შეზღუდულები ვიყავით ექსკურსია-ლაშქრობების მხრივ... ყველაფრის მიუხედავად, პროგრამის მინიმუმი შეჯამება მასწავლებლებმა გააკეთეს...

პანდემიიდან გამომდინარე, ეროვნულების ფონზე აბიტურიენტებს რთული პერიოდი აქვთ. ყველას ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. იმედია, ტესტებში გათვალისწინებულია ეს მდგომარეობა, თუმცა კარგ მოსწავლეს შეღავათები არ სჭირდება.

ჩემი პედაგოგებიც გადიან გამოცდაზე, მათაც წარმატებები მინდა ვუსურვო,  ეს არ არის მარტივი, მაგრამ არც რთულია...“ - წერს სკოლის დირექტორი,  ლელა ჩერქეზიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება