| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავენ:
„თითოეულს გილოცავთ მიღწეულ წარმატებას – მართლაც საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სულ რამდენიმე კვირაში უკვე ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაიწყებთ.
სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა სტუდენტთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 11 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა საგრანტო დაფინანსება, რაც მათი შრომის, პედაგოგებისა და ოჯახის ძალისხმევის დაფასების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.
„უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. ამის დასტურია სხვადასხვა ინიციატივა, რომლებსაც ვახორციელებთ, მათ შორის, სოციალური პროგრამა. მოგეხსენებათ, ყოველ წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაერთი სტუდენტი. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები, მრავალშვილიანი – 4 და მეტი შვილი – ოჯახის წევრები, მაღალმთიან რეგიონებსა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები და სხვა. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თაობებისადმი და მათი ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას“ – აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა. წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას