სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეთა ასაკობრივი კრიზისები: ყველაფერი, რაც მასწავლებელმა უნდა იცოდეს
25-08-2025
-
+


არის პერიოდები, როდესაც მოსწავლე ჩვეულისგან განსხვავებულ ქცევას იწყებს. საყვარელი, თავაზიანი ბიჭი მოულოდნელად უხეშობს ან კამათობს. ან პირიქით, ლაპარაკის მოყვარული, აქტიური გოგონა მოულოდნელად საკუთარ თავში იკეტება, აღარ ჩქარობს გაკვეთილზე ხელის აწევას და გულჩათხრობილი ხდება. 

რა არის ასაკობრივი კრიზისი? სხვადასხვა წყაროში ასეთ პერიოდებს შეიძლება ეწოდოს „ასაკობრივი კრიზისი“, „ბავშვობის კრიზისი“ ან „ასაკობრივი განვითარების კრიზისი“. ყველა ეს სახელი მალავს ბავშვის განვითარების გარდამავალ პერიოდებს. ამიტომ, ისინი ზუსტად ორი ასაკის შესაყარზე (მაგალითად, 6-7 წელი) ხდება.

დროის ამ მონაკვეთში, ბავშვის ძველი ჩვევები და ქცევითი მახასიათებლები ქრება (მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც აუცილებელია ახალი თვისებების განვითარებისთვის) და ახალი თვისებები ყალიბდება უკვე ყველა არსებულის საფუძველზე. 

სპეციალისტები ყველა ასეთი კრიზისის რამდენიმე საერთო მახასიათებელს გამოყოფენ:

  • ბავშვები ხდებიან ურჩები, ახირებულები და გაღიზიანებულები;
  • ისინი ხშირად კამათობენ მშობლებთან და პედაგოგებთან;
  • ​უარყოფითად, შესაძლოა, ჯიუტად უდგებიან იმას, რასაც ადრე მარტივად იღებდნენ (მაგალითად, რაიმეს მოთხოვნას).

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასაკობრივი კრიზისის დროს ბავშვის პიროვნება ვითარდება. ეს გარდამტეხი მომენტებია, მაგრამ დადებითი ცვლილებები მოაქვს. 

ამ პერიოდებში განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა შინაგანი წინააღმდეგობა მოსწავლის არსებულ შესაძლებლობებსა და მის ახალ საჭიროებებს შორის. ადამიანი განიცდის რამდენიმე ასეთ კრიზისს და ყველა მათგანი დაკავშირებულია ფსიქოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპთან.

ადამიანის განვითარების პერიოდიზაცია მისი დაბადებიდან იწყება, მაგრამ ამ შემთხევაში განვიხილოთ მოსწავლეთა ასაკობრივი კრიზისები: 

6-7 წელი, რომელსაც ფსიქოლოგები გარდამავალს უწოდებენ 

წამყვანი საქმიანობა თამაშიდან სწავლაზე გადადის. სწრაფად იზრდება სოციალური კონტაქტები. 
ყალიბდება თვითშეფასება, რომელიც საზოგადოებაში ან მყარდება ან ნადგურდება. ბავშვი იწყებს საკუთარი თავის ფიზიკურად განცალკევებულ, დამოუკიდებელ ინდივიდად აღქმას. გარდა ამისა, ამ პერიოდში მოსწავლე განიცდის უამრავ ემოციასა და გრძნობას და სწავლობს მათ ამოცნობას. 

ამ ასაკში კრიზისულ სიტუაციას ქმნის არა მხოლოდ ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა - საბავშვო ბაღიდან სკოლაში - არამედ ბავშვის მიმართ ახალი, გაზრდილი მოთხოვნებიც. ახლა მას ეუბნებიან არა „შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ“, არამედ „შენ უკვე დიდი ხარ“.

უფროსების სიტყვებსა და ქცევაზე დაყრდნობით კი, ბავშვი იწყებს ზრდასრულობის მოთხოვნას, პრეტენზიების წამოყენებას, უფროსების მეტყველებისა და ქმედებების ბაძვას. ამასობაში, ბავშვის სურვილებსა და მის ქმედებებს შორის გარკვეული კონფლიქტი წარმოიქმნება.

მაგრამ იმავდროულად, ის დაინტერესებულია ზრდასრულთან მისთვის ახალ თემებზე ურთიერთობით, ის დამოუკიდებლად იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობებს. ამ გზით ბავშვი აცნობიერებს ახალ წესებს, ასევე მის სოციალურად მნიშვნელოვან პოზიციას ახალ საზოგადოებაში.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს კრიზისის გადალახვაში:

  • საბავშვო ბაღიდან სკოლაში გადასვლა გაუმარტივეთ (ნუ ათქმევინებთ უარს უეცრად ყველა „ბავშვურ“ ჩვევაზე);
  • ნუ ამოავსებთ ბავშვის დროს მხოლოდ სასკოლო დავალებებით, მიეცით მას სივრცე და დრო „ბავშვობის გაგრძელებისთვის“.
  • მოერიდეთ ზეწოლას და ნუ მოეაბეზრებთ თავს საუბრით - იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ახლა მას ეკისრება;
  • მიეცით ბავშვს საშუალება, დამოუკიდებლად გააკეთოს ახალი საქმეები;
  • აუხსენით მას თქვენი მოთხოვნების მიზეზები: რატომ უნდა გაკეთდეს ეს ასე და არა სხვაგვარად;
  • შეახსენეთ დავალების შესრულების შესახებ, აუცილებლად გაუმყერეთ თავდაჯერებულობა, რომ ის მას გაუმკლავდება. 

11-12 წლის კრიზისი 

იწყება აქტიური ფიზიკური განვითარება. ამიტომ, მოზარდი იწყებს საკუთარი გარეგნობით დაინტერესებას. 

ბავშვები მოტივაციურ კრიზისს განიცდიან: სწავლა ახლა მოვალეობაა, მაგრამ ყოველთვის არ არის ნათელი, თუ რატომ უნდა ისწავლონ საერთოდ?

იმავდროულად, მოზარდისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი თავის დამკვიდრება: იმის ჩვენება, რომ ის უკვე ზრდასრულია, ჰყავს მეგობრები, რომლებიც აფასებენ მას.

ამ კრიზისის დროს განსაკუთრებით მწვავდება აკადემიური მოვალეობების (მაგალითად, სკოლაში სიარულის) მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მასწავლებლებთან და მშობლებთან კონფლიქტები.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოზარდს 11-12 წლის კრიზისის გადალახვაში?

  • ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მოზარდის გარეგნობასა და ქცევაში არსებულ ცვლილებებზე, განსაკუთრებით საზოგადოებაში;
  • პატივი ეცით მის გრძნობებს, მოუსმინეთ;
  • მიეცით მოზარდს საშუალება, იყოს განსხვავებული როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად;
  • აუღელვებლად და ფაქტებზე დაყრდნობით შეაფასეთ მოზარდის სოციალური წრე: შესაძლოა, ზრდასრულებს არ მოსწონდეთ მოსწავლის გარემო, მაგრამ მნიშვნელოვანია გარკვევა, ნამდვილად ცუდია თუ არა;
  • ნუ ეცდებით მისთვის მეგობრების ჩანაცვლებას. 

15 წლის კრიზისი

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კრიზისის საზღვრები შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვაგვარად: ზოგი მას 14-16 წლის პერიოდს მიაკუთვნებს, ზოგი კი - 16-17.

როგორც არ უნდა იყოს, ამ პერიოდში მოზარდის ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა: გამოცდებისთვის ინტენსიური მზადება და მათი ჩაბარება. მოზარდი იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს მისი ცხოვრების მომდევნო რამდენიმე წელს. ეს ზრდასრულთა გადაწყვეტილებებია. ამიტომ, ამ კრიზისს ახალგაზრდობაში გადასვლის კრიზისს უწოდებენ.

ამ ყველაფერს მოზარდის ფსიქიკაზე დიდი დატვირთვა აქვს: მისთვის რთულია დაძაბულობასთან გამკლავება, ის შიშობს მომავალზე, უწევს ახალ პირობებთან ადაპტაცია, რომლებიც გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ადრე იყო. მოზარდი ეძებს თავის ადგილს სამყაროში.

როგორ დავეხმაროთ მოზარდს კრიზისის გადალახვაში?

  • მხარი დაუჭირეთ მოზარდს, გამოხატეთ ნდობა და შემატეთ თავდაჯერება, რომ ის, რაც დაგეგმა, გამოუვა;
  • შესთავაზეთ დახმარება;
  • თუ ვერ უმკლავდება ახალ გამოწვევებს, დაუწესეთ მკაფიო ვადები, რათა დროულად დაიწყოს გამოცდებისთის მზადება; 
  • მასთან ერთად განიხილეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოთავაზებული პროგრამები და სხვადასხვა კუთხით დაანახეთ არჩეული პროფესიის მინუსები და პლიუსები. 

მნიშვნელოვანია, ყოველი კრიზისის დროს მოზარდების მხარდაჭერა. სწორი მიდგომები კი მას ყველა სირთულის გადალახვაში დაეხმარება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში დედის როლისა და მნიშვნელობის გააზრება

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მუსიკის მასწავლებელმა ნესტან ქურდიანმა

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება