სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩარდახის საჯარო სკოლის პედაგოგებმა „სკოლის ზარი“ შიო მღვიმის მონასტერს დაუბრუნეს
30-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია მცხეთის მუნიციპალიტტის, ჩარდახის საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

დღეს კი, შიომღვიმის მონასტერს შეწირული სკოლის ზარის შესახებ გიამბობთ, რომელიც პედკოლიქტივმა მონასტერს ახლახან დაუბრუნა.

„ერთი ზარის ისტორია

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭიდან მიმავალ აღმართს მივუყვებით და რუდუნებით მივაბრძანებთ „სკოლის ზარს“. ცივი და ქარიანი დღეა, მაგრამ ისეთი კმაყოფილები და სიხარულით სავსენი ვართ, სიცივეს ვერც ვგრძნობთ.

ფიქრებმა წამიღო... ნეტავ, როგორი დღე იყო მაშინ, როდესაც პირველად მოაბრძანეს მონასტერში ეკლესის შეწირული ზარი? ალბათ, სულ სხვანაირად ბრწყინავდა ახლადჩამოსხმული, ლამაზი ორნამენტებით შემკული, ხმაც ჟღერადი ექნებოდა, თუმცა, 130 წლის შემდეგაც საოცარ, სულისშემძვრელ ხმას გამოსცემს. მამა საბამ რომ ჩამორეკა ეკლესიაში, ამეტყველებული რკინის მიერ შინ დაბრუნებით განცდილი სიხარულის ამოძახილი მომესმა, ზარმა შინდაბრუნების სიხარულით გამოწვეული განსხვავებულად ულამაზესი ხმა გამოსცა.

არავინ იცის „სკოლის ზარად“ როდის ან რატომ იქცა შიომღვიმის მონასტერს შეწირული ზარი. ალბათ, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ეკლესიის ზარები იქცნენ  „უფუნქციო ნივთებად“, „სკოლის ზარებად“, ჯართად ან ნამსხვრევებად...

მხოლოდ ის ვიცით დანამდვილებით, რომ მრავალი წლის მანძილზე ეს ზარი აუწყებდა ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების დროს. წლების მანძილზე მისი ზედაპირი დაფარული იყო კირქვის ფენით და არ ჩანდა მისი წარწერა:

„ზარი ესე შევსწირე შიო მღვიმის მონასტრის ეკლესიას, მოსახსენებელად დედ მამისა ჩემისა სიმონ ბეროს ძე ბაბუნოვმა 23 მარტსა 1890 წელ.“

ჩვენი სკოლის პედკოლექტივის ძალისხმევითა და კეთილ ადამიანთა შეწევნით 2021 წლის 7 მარტს (სიმბოლურია ალბათ, რომ ზარის დაბრუნება მარტის თვეში მოხდა) ზარი თავის ნავთსაყუდელს, შიომღვიმის მონასტერს დაუბრუნდა“.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება