სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მესხური ოდა მოინახულეს
30-06-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში,  მესხური ოდა მოინახულეს. 

სკოლის მოსწავლეები ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სოფელ ჭობარეთში მესხურ ოდას ესტუმრნენ. სკოლის წარმომადგენლები ალუდა ჯვარიძეს მასპინძლობისათვის მადლობას უხდიან.

„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისაო“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სოფელ ჭობარეთში,მოვინახულეთ მესხური ოდა.

ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცოცხლოდ მნიშვნელოვანია წინაპრების ოფლით და სისხლით მონაპოვარი მიწის, ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნება, რადგან ერის პირქვე დამხობა და „გაწყალება“ იქიდან დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისი წარსულისა, თავისი ყოფილის ცხოვრებისა; დავიწყება ისტორიისა, მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედის.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ, ბატონ ალუდა ჯვარიძეს, მიღების, მასპინძლობისა და იმ დიდსულოვან საქმისთვის რასაც აკეთებს; ამ პატრიოტმა ადამიანმა აღადგინა და შეინარჩუნა მამა-პაპის დანატოვარი ტრადიციები და გააცოცხლა საუკუნოვანი ისტორია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ დიდებულ გეგმებში ჩვენი მესხეთის და სრულიად საქართველოს სასახელოდ”, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება