სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წავიდა განუმეორებელი ხიბლის ოთარ მასწავლებელი, უბადლო პედაგოგი, ოჯახის თავკაცი“-თერჯოლის N1 სკოლის დირექცია სამძიმრის წერილს ავრცელებს
29-06-2021
-
+


თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოფილ მასწავლებელს - ოთარ შეყრილაძეს ემშვიდობებიან. ოთარ შეყრილაძემ ბოლო გაკვეთილი 2017 წელს ჩაატარა, როდესაც ის სკოლაში მიიწვიეს. პედაგოგი ყველას გამორჩეულად უყვარდა თავისი კომპეტენციის, პრინციპულობისა და ადამიანური სიკეთის გამო. 

დირექცია ოთარ შეყრილაძეს იხსენებს:

„ოთარ მასწავლებელმა უკანასკნელი გაკვეთილი  თავის უსაყვარლეს სკოლაში 2017 წლის ოქტომბერში ჩაატარა, როდესაც მაშინდელმა მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქალბატონ დალი სარალიძის ხელმძღვანელობით მოიწვიეს იგი, რათა გაეხსენებინა სანუკვარი პროფესია და მასწავლებლის ამპლუაში კიდევ ერთხელ წარმდგარიყო მოსწავლეთა და უკვე მშობლის სტატუსით მობრძანებულ  ყოფილ მოსწავლეთა წინაშე. ეს გამოწვევა სიხარულით მიიღო, თუმცა შინაგანი ღელვა მაინც დაეტყო, ამ ემოციამ კი უფრო გაალამაზა შესანიშნავი პედაგოგის ბოლო გაკვეთილი, რასაც  დამსწრე საზოგადოების გულწრფელი  აღფრთოვანებაც მოწმობდა.

წავიდა კაცი...

ოთარ შეყრილაძე გარდაიცვალა...

ამ ხმამ დათრგუნა თერჯოლელები, ცრემლი გააბრწყინა არაერთ თვალში...

9 ათეული ცოტა არ არის, მაგრამ გული მაინც გტკივა, გეთანაღრება, რადგან იცი, რომ ამ წლების მიღმა ერთი საუკეთესო კაცის, პედაგოგის ღირსეული ისტორია იმალება.

წავიდა განუმეორებელი ხიბლის ოთარ მასწავლებელი, უბადლო პედაგოგი, ოჯახის თავკაცი, მამა, ბაბუა და მოქალაქე...

მაღალი, გაძვალებული, ერთი შეხედვით პირქუში კაცი, უღიმილო და სიტყვაძუნწი, მაგრამ საქმით მეტყველი, უყვარდა ყველას: დიდსა და პატარას, შინაურსა და გარეულს.

გლეხის ოჯახში დაბადებულმა კარგად იცოდა შრომის ფასი, მისი ყოველი სიტყვა თუ საქმე ნამუსით იყო ნაგვირისტევი.

მოსწავლეებს იგი უყვარდათ თავისი კომპეტენციის, პრინციპულობისა და ადამიანური სიკეთის გამო. ისინი მასში ხედავდნენ უფროს მეგობარს, მასწავლებელს, ციფრების ჯადოსნურ სამყაროში თავს ლაღად რომ აგრძნობინებდა.

იყო რიგითი პედაგოგი, ხელმძღვანელიც, მაგრამ ურთიერთობაში არასდროს არაფერი შეშლია, არავის ახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა, არაკორექტული ნათქვამი. თავმდაბლობა ხომ მისი გამორჩეული თვისება იყო.

ჩუმი იყო, მოკრძალებული, ძუნწად მომღიმარი, მაგრამ მზერაში ასხივებდა სითბოსა და სიყვარულს.

თავისი ცხოვრების ნახევარი ერთ სკოლას ისე უერთგულა, რომ მასზე არავის უთქვამს აუგი, მისთვის მოწიწებული სალამი არავის დაუშურებია...

კაცი კაცია, მაგრამ პედაგოგი კაცი ორჯერ კაცია, ყველასათვის საიმედო, ნამუსის თვალით მზირალი, მომავალი თაობების ერთგული დარაჯი და ჩამომძერწავი. სწორედ ასეთი იყო ბატონი ოთარი.

ოთარ მასწავლებელს მოწიწებით გაიხსენებს ყველა კოლეგა და აღზრდილი, რადგან იგი პედაგოგიური ღირსების ეტალონია.

წავიდა ოთარ მასწავლებელი ისევე ჩუმად, მშვიდად და უპრეტენზიოდ, როგორიც თავად იყო...

თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები, აღზრდილები და მათი მშობლები იზიარებენ ოჯახის წუხილს და იმედად რჩება ამ დიდებული კაცის ფესვზე ამოზრდილი ღირსეული ახალგაზრდა, ბაბუის სახელისა და კაცობის ღირსეული გამგრძელებელი“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება