სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლის ბეჯით მოსწავლეებს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვთ
28-06-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. სკოლის ბეჯით მოსწავლეებს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგები აქვთ! 

მათი მასწავლებელი ანა გაბაიძე ბავშვების შედეგებსა და მოსწავლეების წარმატების სიხარულს გვიზიარებს:

„მე ვარ მარიამ ირემაძე, უკვე მეხუთეკლასელი. ძალიან მიყვარს კითხვა, თქვენი ტექსტები კი ძალიან საინტერესოა და უფრო მინდება კითხვა. მადლობა, რომ მეხმარებით უკეთ სწავლაში. ძალიან, ძალიან მიყვარხართ“.

„ძალიან საინტერესო ტესტები გაქვთ მათემატიკაში, განსაკუთრებით ველოდები ხოლმე მათემატიკის ტესტებს, რადგან უფრო სხარტს მხდის. დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ ჩემზე და სხვა ბავშვებზე. მიყვარხართ“, ამბობს მეოთხეკლასელი რეზიკო.

„ეს ჩემი ბეჯითი და მზისთვალება გიგია. ყოველ ხუთშაბათსა და კვირას ისე ელის, მგონი მასე ჩემი დანახვაც არ უხარია.  გიგიმ მადლობა შემოგითვალათ, რადგან უკვე მერამდენედ გაახარეთ. გიგის ძალიან უყვარს ლიტერატურის კითხვა, რაშიც თქვენი ტესტები ეხმარება. ბოლოს, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ძალიან მეხმარებით ბავშვებთან ურთიერთობაში. 
მთელ მომუშავე კოლექტივს უდიდესი მადლობა.  მინდა კიდევ დიდხანს იყოთ ჩვენს გულებსა და ცხოვრებაში“. 

30 მაისს, izrune.ge-ზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება