სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგების აცრის ვალდებულებაზე განმარტება გამყრელიძემ გააკეთა - „შევხვდეთ უსაფრთხოდ შემოდგომას“
25-06-2021
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე მასწავლებელთა და ლექტორთა ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა შევხვდეთ უსაფრთხოდ შემოდგომას. 

როგორც გამყრელიძემ განმარტა, აცრა სავალდებულო არაა, ნებაყოფლობითია:  

„მასწავლებლებთან დაკავშირებით გამოვედით ინიციატივით, რომ მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, სასწავლო დაწესებულებები, იქნება ეს სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, შევხვდეთ უსაფრთხოდ შემოდგომას. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ყველა ლექტორი, ადმინისტრაციის თანამშრომელი და სტუდენტი იყოს აცრილი. ეს დიდი ციფრია და სერიოზულ გარდატეხას შეიტანს ეპიდემიის მიმდინარეობაში. ამის პარალელურად, უსაფრთხო სკოლები - ყველა მასწავლებელი, რომ იყოს აცრილი, ნაკლები გვექნება სკოლებში გავრცელება და ეპიდაფეთქება. მე არ მიგულისხმია, რომ ეს არის ძალდატანებითი, ეს არის ნებაყოფლობითი, ეს უნდა იყოს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვალეობა, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე ნატიფ სფეროსთან, როგორიც გახლავთ განათლების სფერო, ჩვენი ბავშვების, მოზარდების და სტუდენტების. 

ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის გაძლიერების გეგმა. ვიცით, რამდენი მასწავლებელია, მოსწავლე და სტუდენტია ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ფაიზერი ინსტრუქციითაც შეიძლება 16 წლიდან ზემოთ გაკეთდეს და ვგეგმავთ მოზარდები ჩავრთოთ ამ ვაქცინაციაში“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება