TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელს უდიდეს მოტივაციას აძლევს მოსწავლის სიყვარული“ - ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
24-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ, როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო  წელი დიდი იმედებით დაიწყო, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდებოდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა და მიუხედავად იმისა, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და მაქსიმალურად უზრუნველვყავით ჩვენს სკოლაში უსაფრთხოება, გაირკვა - დისტანციურ რეჟიმში უნდა გვესწავლა. შედგა ცხრილი, მშობლებიც საქმის კურსში ჩავაყენეთ.

მაღალმთიანი რეგიონისთვის ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი გამოწვევაა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, სასწავლო პროცესი წარმატებით წარგვემართა - ვიყენებდით ყველა რესურსს, სოციალურ ქსელს, teams-ის პლატფორმას, გავეცანით ყველა სიახლეს, დირექტორის მოადგილეც და პედაგოგებიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და სირთულეებიც დავძლიეთ. ვმართავდით ონლაინ შეხვედრებს, ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, რათა სასწავლო პროცესი არ დაზარალებულიყო; დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ სასწავლო წლის პირველ სემესტრში ახალსოფლის  საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა გარედაკვირვება და მიიღო წამყვანის სტატუსი.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მით უმეტეს, ასეთ რთულ დროში, უმნიშვნელოვანესია. მათ ყველაფერი გააკეთეს, ბავშვებს სწავლაში ჩამორჩენა არ ჰქონოდათ, შეიძინეს ტექნიკური საშუალებები, აკონტროლებდნენ - ბავშვებს გაკვეთილები არ გაეცდინათ...

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- მასწავლებელს უდიდეს მოტივაციას აძლევს მოსწავლის სიყვარული და მინდა, თითოეულმა მათგანმა, ვინც გამოცდაზე გადის, იცოდეს - ბავშვები მომავალ სასწავლო წელს მათთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან. წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, არც გამოცდის ჩაბარება გაუჭირდებათ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- პროფესიის არჩევანი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომლის გადადგმისას, მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ეს საკითხი უდავოდ აღელვებთ მშობლებს და ვისურვებდი, რამდენიმე დღის ასაკობრივი სხვაობის გამო, ბავშვს მთელი წელი არ სჭირდებოდეს ლოდინი სკოლაში შესასვლელად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება