სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლების პრესტიჟის საკითხი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება“ - მიხეილ ჩხენკელი
05-01-2018
-
+


„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მასწავლებლების პრესტიჟის საკითხია, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება. მასწავლებლების, პედაგოგების, პროფესორების პრესტიჟი საგრძნობლად უნდა ამაღლდეს, აქ იგულისხმება როგორც მათი ხელფასების ზრდა, ასევე ზოგადად, საზოგადოების მიერ ძალიან დაფასებული უნდა იყოს განმანათლებლის, პედაგოგის პროფესია,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და მათი კვალიფიკაცია, სამინისტროს უმთავრესი მიმართულება იქნება:

„ყველა მასწავლებელს დავეხმარებით იმაში, რომ მათ თავიანთ პროფესიულ წინსვლაში მაღალ ხარისხს მიაღწიონ. აქ საუბარია ტრენინგებზე. როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლები გადიან მთელ რიგ კურსებს ტრენინგის ფორმატში. ჩვენ ტრენინგებს გავაუმჯობესებთ. პირველი, რაც მინდა გითხრათ, რომ აქ აქტიურად ჩართულები იქნებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები და აქცენტი გაკეთდება პარაქტიკულ უნარ-ჩვევებზე. ეს ტრენინგები მათ საშუალებას მისცემს, განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რამეთუ თეორიული ცოდნას, რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის, რასაც ისინი ტრენინგზე შეიძენენ, აუცილებლად უნდა მიიტანონ საკლასო ოთახამდე. იქ ხდება ყველაზე მთავარი... ჩვენი რეალური მიზანი არის, რომ სკოლაში გაკვეთილების ხარისხმა აიწიოს და მოსწავლეებმა გაცილებით უკეთესი განათლება მიიღონ, ვიდრე დღეს იღებენ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება