სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ამერიკულმა გამოცემამ - Bloomberg-მა 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველოც დაასახელა
04-01-2018
-
+


სად წავიდეთ 2018 წელს? ამ სათაურით ამერიკული გამოცემა Bloomberg სტატიას აქვეყნებს და 2018 წლის მოგზაურობისთვის 22 საუკეთესო მიმართულებას ასახელებს. ტურისტულად მიმზიდევლ ადგილებს შორის ერთ-ერთი საქართველოა.

საქართველოს აღწერის დროს გამოცემა წერს: „მე-5 საუკუნეში დაარსებული საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი თბილისი, 29-ჯერ დაინგრა და თავიდან აღადგინეს. გასაკვირი არ არის, რომ მისი მტკიცე სულისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო, თბილისს სულ უფრო ხშირად ადარებენ ბერლინს. სპარსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ქვეყნის კულტურაზე დიდი გავლენა იქონია, პირველ რიგში კი მის ვეგეტარიანულ სამზარეულოზე, როგორიცაა, მაგალითად, ხაჭაპური.“

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა: „ღვინის კულტურის 8000-წლიანი ისტორია მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ სიურპრიზს შორის, რომელიც ისეთ ტურ ოპერატორებს იზიდავს, როგორებიცაა Wild Frontiers-ი და Butterfield & Robinson-ი“. 

სტატიაში აჭარისა და ყაზბეგის კურორტებზეცაა ყურადღება გამახვილებული. ამასთან, Bloomberg ტურისტებს ურჩევს საქართველო გაზაფხულზე (აპრილი, ივნისის დასაწყისი) ან შემოდგომაზე (სექტემბერი-ოქტომბერი), მოსავლის აღების პერიოდში მოინახულონ.

2018 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ბრაზილია, იორდანია, შოტლანდია, კამბოჯა, ნამიბია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სინგაპური, სლოვენია, ფიჯი და სხვა ქვეყნები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება