| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ცოდნისკარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი პირველკლასელებისთვის, რომლებმაც პანდემიურ პერიოდში შეაღეს მშობლიური სკოლის კარი და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება მასწავლებელთან.
დიდი სიყვარულით გააცილა ცოდნისკარის საჯარო სკოლამ პირველკლასელები და მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს.
ცოდნისკარის საჯარო სკოლაში კი პირველი კლასის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო