| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პრიცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 7დ კლასმა ისტორიის გაკვეთილზე მთელი სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი მასალა შეაჯამა.
„ჩვენი სკოლის ისტორიის პედაგოგმა ბელა ხეცურიანმა საინტერესო, შემოქმედებითი და რაც მთავარია ინფორმაციული პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა 7დ (დამრიგებელი მარინე რუსაძე) კლასში ისტორიის გაკვეთილზე თემაზე „ძველი მსოფლიო ქვეყნების ისტორია“.
გაკვეთილის მიზანი გახლდათ მთელი სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი მასალის საბოლოო შეჯამება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები და პრეზენტაციები თუ რა ცივილიზაციები შექმნა ძველი მსოფლიოს ქვეყნებმა - ეგვიპტემ, ასურეთმა, შუმერებმა, სპარსეთის იმპერიამ და რომის იმპერიამ; ასევე რა ზეგავლენა მოახდინა ამ ქვეყნებთან ურთიერთობამ უძველესი ქართველური გაერთიანების კოლხეთის, დიაოხისა და მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.
პროექტ-გაკვეთილზე მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ გუნდებად. თითოეულმა გუნდმა სლაიდებისა და ვიდეორგოლების საშუალებით წარმოადგინეს თითოეული ქვეყნის ისტორია. ამით მათ გამოუმუშავდათ მოძიების, დახარისხების, გაანალიზებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, რასაც წარმატებით გაართვეს თავი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას