სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სიახლეების ძიება, გათავისება და სწორად გამოყენება“ - ქეთევან ობოლაშვილი, აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
11-06-2021
-
+


რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? და რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? - ამ და სხვა საკითხებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორის - ქეთევან ობოლაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- ამაღელვებელია, რადგან გრძნობ, რომ ყოველი მოსწავლე ასაკთა ზრდასთან კავშირში განათლებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით გაიზარდა. გრძნობ, რომ შენი წვლილიც დევს მასში, რომ შენ, როგორც პედაგოგმა, მიზნობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით ატარე თითოეული მოსწავლე ცხოვრების დამოუკიდებელ გზაზე დასადგომად.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- კვალიფიციურ პედაგოგებს, სწავლისთვის მოტივირებულ მოსწავლეებს, სიახლეების მიმღეობისთვის მუდმივ მზად მყოფ ადმინისტრაციას. თბილ გარემოს, თანამშრომლობით ურთიერთობებს, მოსწავლე-მასწავლებლის მეგობრულ დამოკიდებულებებს. სკოლის დამთავრების შემდეგ სრულფასოვანი ქცევითა და ცოდნით  ჩამოყალიბებულ ახალგაზრდებს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- ექსკურსიები...რადგან დღევანდელი პანდემიიდან გამომდინარე  მოსწავლეებს ნატვრად ექცათ.. ისინი ხომ გასვლითი ღონისძიების დროს ღრმა ურთიერთობებს ამყარებდნენ თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ...ერთმანეთის შესწავლა ხდებოდა სასკოლო გარემოს გარეთ.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ყველაფერში, განსაკუთრებით სწავლაში. 

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მასწავლებელი, მშობელი, მეგობარი...

- დირექტორის მოტივაციაა...

- სწავლა სწავლების მუდმივად განახლებადი პროცესები, მოსწავლეთა წარმატებები, ძლიერი სკოლა და თანამშრომლების გუნდურობა. 

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
 
- სიახლეების ძებნა, გათავისება და სწორად გამოყენება...მიმღეობა და გაცემა თანაზომიერად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება